როგორც "ნიუპოსტს" ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, ზამთრის პერიოდის მზადებასთან დაკავშირებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე გეგმიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც რამდენიმე საათით 500-კილოვოლტი ელექტროგადამცემი ხაზის "იმერეთი" გამორთვა იგეგმება.
ამასთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ და კომპანია "საქრუსენერგოს" გენერალურმა დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ ბრიფინგი გამართეს და მოსახლეობას სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, დაგეგმილი გამორთვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სამუშაოებს აწარმოებს კომპანია "საქრუსენერგოს" ტექნიკური ბრიგადები. ხაზის გამორთვის რეჟიმის უზრუნველსაყოფად აუცილებელია განხორციელდეს ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონების, ასევე მცხეთის, გურჯაანისა და თელავის რაიონების გათიშვა.
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თბილისის ცალკეული უბნებს: გლდანის, მუხიანის, ვარკეთილისა და თემქის რაიონებს. შეზღუდვა განხორციელდება 10 აგვისტოს, დილის 08:00 საათიდან 10:00 საათამდე, 2 საათის განმავლობაში.
მასალის გამოყენების პირობები






