„მე არ ვიცი თქვენი პრეზიდენტი რას გადაწყვეტს, მაგრამ ჩემი აზრით ის ამ შეთანნხმებიდან გავა დამოუკიდებლად, შიდა პოლიტიკის მიზეზებით.“- განაცხადა მაკრონმა ამერიკული გამომცემლებთან შეხვედრისას.
აშშ-ში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე კი განაცხადა რომ ახალ, უფრო ფართო შეთანხმებაზე ამერიკის დათანხმება, მისთვის ყველაზე სასურველი სცენარი იქნებოდა:
“მე ვისურვებდი, რომ აშშ შეთანხმება დაამტკიცოს, ეს ჩემთვის ყველაზე სასურველი სცენარია.“- განაცხადა მაკრონმა, მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილების მიუხედავად პარიზი ახალ, უფრო ფართო შეთანხმებაზე მუშაობას აუცილებლად მიიჩნევს.
აშშ-მ ირანის შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაისში უნდა მიიღოს.
2015 წელს ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიას შორის ბირთვულ შეთანხმებას მიაღწია. გარიგების (Joint Comprehensive Plan of Action) მიხედვით, ირანული მხარე ურანის გამდიდრებას თანდათან შეამცირებდა და უარს იტყოდა ბირთვული იარაღის შექმნაზე; სანაცვლოდ კი, ქვეყანას გაეროს, ევროკავშირის და სხვა მულტილატერალური სხვადასხვა ტიპის სანქციები მოეხსნებოდა.
ევროპელი ლიდერები 2015 წლის შეთანხმების გადასარჩენად გზებს ეძებენ და ემანუელ მაკრონის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დონალდ ტრამპის გადარწმუნება იყო, რომ 12 მაისს ის ამ შეთანხმებიდან არ გავიდეს.
მასალის გამოყენების პირობები






