მაკრონმა განაცხადა, რომ ნაციონალიზმი და იზოლაციონიზმი გლობალური ეკონომიკური განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ამავდროულად, მაკრონმა ბევრი ისაუბრა აშშ-ის და საფრანგეთის ხანგრძლივ და ძლიერ ურთიერთობაზე, რომელიც თავისუფლების, ტოლერანტონბის და თანასწორობის პრინციპს ეფუძნება.
მან ასევე განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის ნაცვლად აუცილებელია შეიქმნას ხელშეკრულების ახალი ვერსია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ის საკთხები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს და გარანტირებული იქნება ის, რომ ირანი საკუთარ ბირთვულ იარაღს არ შექმნის.
ირანის საკითხთან დაკავშირებით, მაკრონმა განაცხადა რომ მისი ქვეყანა არსებული ბირთვული შეთანხმებიდან არ გამოვა, რომელიც საფრანგეთთან ერთად სხვა ქვეყნებმაც დადეს. ტრამპი ხელშეკრულებას საშინელს უწოდებს და ამ შეთანხმებიდან გამოსვლით იმუქრება:
„ეს შეთანხმება, შესაძლოა, ვერ აგვარებს ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ეს მართალია. მაგრამ ჩვენ მასზე უარის თქმა მანამდე არ შეგვიძლია ვიდრე უფრო წონადი რამე არ გვექნება- განაცხადა მაკრონმა- ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი, არც ახლა, არც 5 და არც 10 წლის შემდეგ. არასდროს.“- განაცხადა მაკრონმა.
მაკრონმა მიანიშნა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მმისი თქმით, კაცობრიობას არ გააჩნია „პლანეტა B”
კონგრესის წევრები სამი წუთი უკრავდნენ ტაშს მაკრონს გამოსვლის დაწყებამდე და არაერთხელ შეაწყვეტინეს სიტვა ოვაციებით.
მაკრონი გახდა უცხო ქვეყნის პირველი ლიდერი, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დაწყებიდან აშშ-ს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.
ორ პრეზიდენტს შორის მყარი მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც მათ არაერთხელ აჩვენეს მიმდინარე ვიზიტის დროს. ტრამპმა გულთბილად მიიღო ფრანგი სტუმარი, თუმცა მაკრონის სიტყვებიდან ნათელი გახდა, რომ რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები არ ემთხვევა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იზოლაციონიზმი, საერთაშორისო თანამშრომლობის შეწყვეტა და ნაციონალიზმი შესაძლოა დროებით ხსნად ჩანდეს, მაგრამ ისინი ვერ აქრობენ და პირიქით აღვივებენ მოქალაქეების შიშებს.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მსოფლიო, რომელიც საყოველთაო სიკეთის იმედითაა სავსე, ნაციონალიზმის დესტრუქციულმა ქმედებებმა შეარყიოს.“- განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, აშშ იყო ის ქვეყანა, რომელაც გამოიგონა მრავალმხრივი ურთიერთობების პრინციპი საერთაშორისო პოლიტიკაში, და დღეს ის უნდა გახდეს ის ქვეყანა, რომელიც ამ პრინციპს შეინარჩუნებს და ახალ სიცოცხლეს შთაბერავს.
მაკრონმა აღნიშნა, რომ გაერო და ნატო ვერ შეძლებენ თავიანთი მანდატების შესრულებას და სტაბილურობის გარანტირებას, თუ დასავლეთი იგნორირებას მოახდენს იმ საფრთხეებისა, რომელიც მსოფლიოში წარმოიქმნა.
ბიბისის კორესპონდენტი ჯონ სოპესლი მაკრონის აშშ-ში ვიზიტის ანალიზსაც ახდენს და აცხადებს, რომ მაკრონმა პირადი მაგალითით აჩვენა მსოფლიო ლიდერებს თუ როგორ უნდა იურთიერთონ დონალდ ტრამპთან: პირადი კომუნიკაციისას ის თავაზიანი და მაამებელი იყო,როცა საჭირო იყო, შემდეგ კი ძლიერ დარტყმებს აკეთებდა.
ის საუბრობდა აშშ-ის და საფრანგეთის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე. თავისი ეშმაკურად ჭკვიანურად მომზადებული სიტყვა მან დაიწყო მისი და ტრამპის პირადი ურთიერთობის შესახებ საუბრით, რომელიც ვიღაცას შესაძლოა ძალიან თბილიც მოჩვენებოდა. მაგრამ შემდეგ მას მოსდევდა საკმაოდ მკვეთრი თავდასხმები ტრამპის პოლიტიკის მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები






