ომბუდსმენი მუსლიმების უფლებების დაცვას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თვეზე მეტია აქტიურად არის ჩართული და სწავლობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში ადგილობრივი მუსლიმების მიმართ შექმნილ პრობლემებს, მათ შორის, რელიგიური წესის აღსრულებაში სავარაუდო ხელშეშლისა და კონკრეტული პირების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს.
2013 წლის 2 ივლისს სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს შს სამინისტროს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რათა მათ მიეღოთ ადეკვატური ზომები, როგორც რელიგიის თავისუფლების, ასევე ცალკეული პირების ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით, ასევე გამოევლინათ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ სავარაუდო სს დანაშაულის ჩამდენი პირები. 2013 წლის 5 ივლისს პირადად იმყოფებოდა სოფელ სამთაწყაროში იქ განვითარებული მოვლენების შესასწავლად.
2013 წლის 22 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველს შეატყობინეს, რომ კახეთის სამხარეო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის 1 ნაწილით და ასევე, სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობის მიერ ედნარ ხოზრევანიძის ოჯახის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სს კოდექსის 151-ე მუხლით.
საქართველოს სახალხო დამცველს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 29 ივლისის წერილით ასევე ეცნობა, რომ სოფელ სამთაწყაროს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს გულო ნადირაშვილს დისციპლინური გადაცდომისათვის - გამოეცხადა გაფრთხილება.
რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა, რადგან ქალბატონი გულო ნადირაშვილის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტები არაერთხელ დაფიქსირდა.
მიუხედავად უკვე გატარებული ღონისძიებებისა, სოფელ სამთაწყაროში ადგილობრივი მუსლიმების რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფის პრობლემები კვლავ რჩება. 2013 წლის 2 აგვისტოს კახეთს საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ვიდეო მასალა, სოფელ სამთაწყაროში პარასკევის ლოცვის ჩატარების შესახებ. ვიდეომასალაში ნათლად ჩანს როგორც სოფლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის გულო ნარიდაშვილის, ასევე სხვა პირთა (რომელთა ვინაობა სახალხო დამცველის აპარატისათვის უცნობია) მხრიდან უკმაყოფილება და წინააღმდეგობა მუსლიმთა პარასკევის ლოცვასთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, არ დაუშვას ამ უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა.
შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი პირველ რიგში მოუწოდებს თვითმმართველობის ორგანოებს, უზრუნველყონ ადგილობრივი მუსლიმების მიერ მათი უფლებების სრული რეალიზება. ასევე, არ დაუშვან სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ მესამე პირების მიერ ამ უფლების განხორციელებაში ჩარევა.
საქართველოს სახალხო დამცველი დააკვირდება კახეთის სამხარეო სამმართველოში რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მსვლელობას.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო ორგანოები აწარმოებენ ყოველმხრივ, დროულ და ეფექტურ გამოძიებას საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, რაც მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისათის მნიშვნელოვანი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






