სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ რეგულაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მომზადდა, რადგან ბანკები ისედაც ამოწმებენ კლიენტის ფინანსურ მდგომარეობას.
მათივე განმარტებით, რეგულაციები პირველ რიგში თვითდასაქმებულ ადამიანებს დაარტყამს.
„ამ ცვლილებებით უფრო გართულდება თვითდასაქმებული ადამიანებისთვის სესხის მიცემა, როგორებიც არიან ძიძები, ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები ან პროფილაქტიკის ხელოსნები, რომლებსაც აქვთ რეალური შემოსავალი, თუმცა ამის დადასტურება ხშირად უჭირთ. აქამდე ბანკი რა თქმა უნდა სწავლობდა ამ ადამიანების ფინანსურ შემოსავლებს და საკრედიტო ისტორიებს, მაგრამ როგორც წესი უფრო მარტივად უმტკიცებდა განვადების ტიპის სესხებს,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ.
კომენრციულ ბანკებში აცხადებენ, რომ რეგულაციები ზედმეტად მკაცრია და არ გამორიცხავენ, რომ ამ პროცესმა შესაძლოა სესხების მოცულობა მნიშვნელოვნად შეამციროს.
გარდა ამისა, მკაცრდება არა მხოლოდ სესხის აღების, არამედ სასურველი ნივთი განვადებით შეძენის პროცედურაც. ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტექნიკისა და სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებს გაყიდვები შეუმცირდებათ.
მასალის გამოყენების პირობები






