სომხეთის პარლამენტის - ეროვნული კრების ფრაქცია „ელქმა“ ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.
პარალელურად სომხეთში მმართველი კოალიცია დაიშალა - პარტია „დაშნაკცუტუნმა“, რომელსაც სომხეთის პარლამენტში 7 წევრი ჰყავს, კოალიციის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
„ჩვენ ვტოვებთ პოლიტიკურ კოალიციას. ამ პრემიერ-მინისტრად ის კანდიდატი უნდა აირჩიოს, ვისაც ხალხი ენდობა“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნისათვის 53 ხმა სჭირდება, ამჟამად, დაშნაკცუტუნის გადაწყვეტილების შემდეგ, მას 47 ხმა ექნება.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის კარენ კარაპეტიანის გადადგომის შესახებ, თუმცა, მთავრობის კანცელარიაში ეს არ დაადასტურეს.
ამჟამად, ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელზეც ნიკოლ ფაშინიანი გამოვა სიტყვით.
მასალის გამოყენების პირობები






