ამჟამად მსვლელობა ერევნის ადმინისტრაციულ რაიონ ერებუნიში მიმდინარეობს, მეორე ჯგუფმა გზა გადაკეტა სავაჭრო ცენტრ "დალმა გარდენ მოლთან".
ამჟამად პაშინიანის პარტია "სახალხო შეთანხმებას" შეუერთდა პარტია "რესპუბლიკა", "ნათელი სომხეთი" და "აყვავებული სომხეთი". ეს უკანასკნელი ადრე მჭიდროდ თანამშრომლობდა მმართველ რესპუბლიკურ პარტიასთან, თუმცა, დღეს მომხრეებს მოუწოდა "ხალხის გვერდზე დამდგარიყვნენ".

აღსანშნავია, რომ რესპუბლიკური პარტიის ცენტრალურ ოფისს მელიქ-ადამიანის პროსპექტზე ამჟამად პოლიციის გაძლიერებული შენაერთი იცავს. იგი მავრთულხლართითაა გარშემორტყმული, აქვე დგას პოლიციის ჯავშანმანქანაც.
აქციები მიმდინარეობს სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიშიც, რომელსაც ქალაქის ყოფილი მერი ვარდან გუკასიანი შეუერთდა.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც სომხეთის მთავრობამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გადადო.
მასალის გამოყენების პირობები






