ინციდენტი სოფელ რიყის გამგეობაში მოხდა: მომხდარი ფაქტი "ნიუპოსტს" თვითმხილველებმა დაუდასტურეს. მათი თქმით, თენგიზ ჯგუშიასა და გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ქვარაიას შორის ჯერ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ჯგუშიამ მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, თუმცა, სროლის შედეგად ქვარაია არ დაზარალებულა: მას ტყვია ასცდა.
ერთერთი ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღი თენგიზ ჯგუშიას ოფიციალურად, შენახვისა და ტარების უფლებით აქვს გაფორმებული, როგორც პარლამენტის ყოფილ წევრს.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის ინციდენტის დეტალები და ის, თუ რა გახდა თენგიზ ჯგუშიას მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მოტივი.
"ნიუპოსტი" თითქმის ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა თენგიზ ჯგუშიასა და მერაბ ქვარაიასთან დაკავშირებას, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. დამატებითი ინფორმაცია საიტზე მიღებისთანავე განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები






