საერთაშორისო ორგანიზაცია "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" (Reporters Without Borders) მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო მედიის თავისუფლების რეიტინგში რუსეთი 180 ქვეყანას შორის 148-ე ადგილს იკავებს, რაც უცვლელი შედეგია ბოლო სამი წლის მანძილზე.
რუსეთის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში მედიათავისუფლების დონე განსაკუთრებით გაუარესდა. ექსპერტები თვლიან, რომ ქვეყანაშ არსებობს დრაკონული კანონები მედიასფეროში, ხდება ინტერნეტსაიტებისა და რესურსების დაბლოკვა. წამყვანი მედიასაშუალებები ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, ხოლო ის მედია, რომელიც ცდილობს დამოუკიდებელი აზრი გამოხატოს სასტიკ ზეწოლას განიცდის. ხდება ჟურნალისტების დაკავება, არის მათი მკვლელობის ფაქტებიც.ბლოგერთა დიდი ნაწილი ციხეშია, არასამთავრობო ორგანიზაციები "უცხოელ აგენტებად" არიან გამოცხადებული. ჩეჩნეთსა და ანექსირებულ ყირიმს "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" "შავ ხვრელს" უწოდებენ.
"ამასთან, ჩაახშო რა დამოუკიდებელი ხმა თავის სამშობლოში, რუსეთი, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, აძლიერებს თავის პროპაგანდისტულ ქსელს მსოფლიოშ, ისეთი მედიის დახმარებით, როგორიცაა RT-ი და Sputnik-ი," - აღნიშნულია რეზიუმეში.
მასალის გამოყენების პირობები






