მაკრონი და ტრამპი ... შეთანხმებები და უთანხმოებები - რა იმალებოდა პრეზიდენტების სიყვარულობის დიპლომატიის უკან
მსოფლიო - 14:35, 25 Apr, 2018     2427
ისტორიისთვის ცნობილია „მშვიდობიანი თანაარსებობის“, „კეთილმეზობლობის“ დოქტრინა, არსებობს თაფლაკვერისა და მათრახის პოლიტიკაც. ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტრამპმა კი გამოიგონეს სიყვარულობის დიპლომატია. მთელი დღის განმავლობაში მათ არ შეუწყვეტიათ ხელის ჩამორთმევა, მკლავზე შეხება და ზურგზე დატყაპუნება. ერთ უცნაურ მომენტში კი ამერიკის პრეზიდენტმა თავის ფრანგ კოლეგას მხრიდან მტვრის გადაწმენდაც კი დაუწყო და თქვა „ის უნაკლო უნდა იყოს“, შემდეგ კი დაამატა „ის შესანიშნავია“. ამერიკულმა მედიამ პრეზიდენტების მიერ სიყვარულის დემონსტრაციაზე ირონიულად იხუმრა. NBC-მ მათი შეხვედრა „შეხების ხელოვნების“ დემონტრაციად შეაფასა. (სიტყვების თამაში დონალ ტრამპის ბესტსელერო „გარიგების ხელოვნება“)

მაგრამ მეგობრობის და სიყვარულის დიდი გამოხატვის უკან, ამ ორმა მამაკაცმა ვერ მოახერხა თავის განსხვავებების დაფარვა და ემანუელ მაკრონი, რომელიც ვაშინგტონში ჩასვლისას იმედოვნებდა, რომ ტრამპის შეხედულებებზე გავლენას მოახდენდა, ოვალური ოფისიდან ხელცარიელი გამოვიდა.

საქმე ეხება განსაკუთრებით საბაჟო ტარიფებს. ამერიკის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ ევროპული ფოლადისა და ალუმინის მასალებზე თავდაცვით ზომებს დააწესებს პირველი მაისიდან. ემანუელ მაკრონმა კვირას Fox News-სთან ინტერვიუში ამ ვალდებულებისგან გათავისუფლების იმედი გამოთქვა, მაგრამ ორშაბათს ამაზე სიტყვა აღარ დაუძრავს. საფრანგეთის პრეზდენტის გარემოცვაში მყოფმა ტრამპმა კი თქვა, რომ აშშ-ს აქვს „თავისი ღირებული არგუმენტები“ და „არ დაიწყებს სავაჭრო ომს მოკავშირეებთან“. ამასთანავე აშშ-ის პრეზიდენტმა ღიად გამოთქვა სინანული ევროკავშირთან გამკლავების საკითხზე: „საფრანგეთთან ვაჭრობის საკითხი გართულებულია, რადგან ის ევროკავშირშია. მე მირჩევნია მოლაპარაკება მარტო საფრანგეთთან.“- განაცხადა ტრამპმა. „ევროკავშირი ძალიან რთულია ჩვენთვის. მათ აქვს მიუღებელი სავაჭრო ბარიერები“

როგორც ჩანს, ემანუელ მაკრონმა მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სირიის საკითხთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ მზადაა სირიიდან ჯარები გამოიყვანოს, ამჯერად განაცხადა, რომ ჯარების სწრაფმა გამოყვანამ, შესაძლოა თავისუფალი სივრცე ირანს დაუტოვოს. ტრამპის თქმით, აშშ-მ ძლიერი და გრძელვადიანი კვალი უნდა დატოვოს.

რაც შეეხება ირანის ბირთვულ შეთანხმებას, ხანგრძლივი განხილვების მიუხედავად, მისი მომავალი გაურკვეველია, მიუხედავად იმისა, რომ ის თანდათანობით უფრო მყიფე ხდება. ევროპელები უიმედოდ ეძებენ გზას 2015 წლის შეთანხმების გადასარჩენად და ემანუელ მაკრონის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დონალდ ტრამპის გადარწმუნება იყო, რომ 12 მაისს ის ამ შეთანხმებიდან არ გავიდეს. ამერიკის პრეზიდენტი იმუქრება, რომ თეირანის წინააღმდეგ სანქციებს აღადგენს, თუ ევროპელები ამ შეთანხმების პირობებს არ გაართულებენ. ორშაბათს დილით, პირისპირ შეხვედრამდე, ოვალურ ოფისში მყოფი ტრამპი შეთანხმების წინააღმდეგი იყო, გვერდით კი ემენუელ მაკრონი ეჯდა მომთმენი სახით. ეს შეთანხმება არის „უბედურება, გიჟური, სასაცილო და ის არასდროს უნდა დადებულიყო“ - განაცხადა ტრამპმა და თავისი ჩვეული მძვინვარებით დაამატა, რომ თუ ირანელები ბირთვულ პროგრამას განაახლებენ „მათ დიდი პრობლემები შეექმნებათ“.

ორი საათით უფრო გვიან, ფრანგ კოლეგასთან მოლაპარაკების შემდეგ, ტრამპი უფრო შემრიგებლური ჩანდა „ შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას საკმაოდ სწრაფად“- განაცხადა მან. თავის მხრივ საფრანგეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ირანთან შეთანხმება სრულყოფილი არაა, მაგრამ მისი დამუხრუჭების ნაცვლად, ის შეიძლება ჩართული იყოს ახალ შეთანხმებაში, რომელიც 4 ნაბიჯისგან შედგება. პირველი- ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება 2025 წლამდე, რასაც ამჟამინდელი ხელშეკრულებაც ითვალისწინებს, მეორე- ამ აკრძალვის გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელება, მესამე- ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ბლოკირება, მეოთხე ახალი ელემენტი- ირანის რეგიონული გავლენის შემცირება.

საჯაროდ დონალდ ტრამპს საფრანგეთის იდეა არც უარყვია და არც მხარი დაუჭერია, მან უბრალოდ გაიმეორა თავისი ჩვეული ფორმულა „ვნახოთ“ „არავინ იცის, რას ვიზამ 12 მაისს, თუმცა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საკმაოდ კარგი იდეა გაქვთ.“ - მიმართა ტრამპმა მაკრონს. როგორც ჩანს ტრამპმა კარი კვლავ ღია დატოვა „ ვნახოთ... შესაძლებელია თუ არა დაიდოს ახალი შეთანხმება მყარი საფუძვლებით“- რაც ტრამპის ენაზე შეიძლება ყველაფერს ნიშნავდეს.

ევრაზიის ჯგუფის კვლევითი ცენტრის ექსპერტების ანალიზით „ახალი შეთანხმების“ იდეა ისე ჟღერს, როგორც ახალი შეფუთვა ტრამპის მოსახიბვლად და მცდელობა ჩიხიდან გამოსასვლელად. ეს შეიძლება ელისეისთვის სახის დაკარგვის თავიდან აცილების საშუალებად იქცეს.

„მაკრონის გათვლა სავარაუდოდ იმაზეა, რომ თემების რაოდენობის გაფართოებით, შეიძლება შეიქმნას შეთანხმების პაკეტი, რომელიც ბირთვულ შეთანხმებას გადაარჩენს. ამავდროულად გაზრდის აშშ-ის ჩართულობას რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში. სრულიად შესაძლებელია, რომ მაკრონმა დრო მოიგოს ახალი გარიგებისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად“

რჩება ირანელების დარწმუნება, რომელიც ადვილი არ იქნება „თუ ვინმეს სურს შეთანხმებას უღალატოს, მან უნდა იცოდეს, რომ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა. მაგრამ არც დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებაა ადვილი. „საიდუმლო არაა, რომ ჩვენ არ გვქონდა ერთნაირი სასტარტო პოზიცია, არც თქვენ და არც მე, მიჩვეული არ ვართ ჩვენი თვალსაზრისის ცვლილებას და დინების მიყოლას.“- განაცხადა ემანუელ მაკრონმა ტრამპთან შეხვედრისას.

პარასკევს ვაშინგტონში ჩასვლას ანგელა მერკელი აპირებს, ახლა ის გააგრძელებს ტრამპის შემტევ მოხიბვლას, იმ იმედით, რომ ამერიკის პრეზიდენტი მასთან უფრო მგრძნობიარე იქნება.

მომზადებულია le point-ის მიხედვით. ავტორი ელენ ვისიეღი. ფრანგულიდან თარგმანი- "ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42