დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. საფრანგეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან და მათ დონალდ ტრამპი მელანია ტრამპთან ერთად მასპინძლობს.
მსოფლიო ელოდა ტრამპი-მაკრონის შეხვედრას, განსაკუთრებით მათ მროიგ ხელის ჩამორთმევას, რადგან ყველას კარგად გვაქხსოვს მათი პირველი შეხვედრა, სადაც მაკრონმა ტრამპს მისთვის დამახასიათებელი ხელის ჩამორთმევის უფლება არ მისცა.
დონალდ ტრამპი ცნობილია მისი „ძლიერი“ ხელის ჩამორთმევით, რის დროსაც იგი იმ ადამიანს, რომელსაც ხელს ართმევს თავისკენ იზიდავს და ამით ცდილობს საკუთარი უპირატესობის ხაზგასმას, ამ შემთხვევაში კი ტრამპისთვის მნიშვნელობა აქრ აქვს ქალს ართმევს ხელს თუ კაცს.
რა თქმა უნდა ემანუელ მაკრონისთვის ეს კარგად არის ცნობილი და ტრამპთან შეხვედრისას, 45-ე პრეზიდენტის მცდელობა ძლიერი ხელის ჩამორთმევისა, ლოყაზე ორმაგი კოცნით გააუვნებელჰყო, ამის შესახებ ექსპერტები საუბრობენ. მათი ტქმით, აღნიშნულმა ქმედებამ მაკრონის მხრიდან, ტრამპი დააბნია და უფრო მეტიც, მისი გაღიზიანებაც გამოიწვია.
რევანში ტრამპმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სცადა, თუმცა, არც ამ შემთხვევაში დაუთმო მაკრონმა. საკმაოდ ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევისას, ემანუელ მაკრონს ტრამპის მარჯვენა ხელის იდაყვი მარცხენა ხელით ჰქონდა გამაგრებული და თავადაც არანაკლებ მტკიცედ ართმევდა ხელს და ამ შემთხვევაში მაკრონიც ცდილობდა ტრამპის ხელის მისკენ მიზიდვას, სანახაობა საკმაოდ უცნაური იყო, თუმცა შედეგიანი, რადგან ექსპერტები აცხადებენ, რომ ტრამპი მაკრონთან ამ რაუნდშიც „დამარცხდა“. ხელის ცამორთმევის შემდეგ კი მაკრონმა ტრამპს მხარზე ხელი დაადო და ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ჟესტით საფრანგეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტი ერთგვარად ანუგეშა და ჰკითხა „ხომ არ გწყინს?“.











მასალის გამოყენების პირობები






