მეცნიერთა აზრით, როცა ადამიანი წარუმატებლობის (თუნდაც წარსულში არსებული) ან უარყოფითი, უსიამოვნო შემთხვევის შესახებ წერს, მისი გუნება–განწყობილება გაცილებით მარტივად უმჯობესდება და სტრესის დონეც იკლებს.
ნაშრომი წარმოადგინეს უნივერსიტეტის Rutgers University-Newark–ის მეცნიერებმა.
ექსპერიმენტში მონაწილეობდა 86 ადამიანი. კვლევის ავტორებმა მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს – ნაწილი წარუმატებლობის შესახებ წერდა, დანარჩენები კი იმ თემის შესახებ, რომელიც მათ არ ეხებოდათ. მკვლევარები სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონეს ამოწმებდნენ. კვლევამ ცხადყო, რომ ახალი გამოწვევის დროს კორტიზოლის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იყო იმ ჯგუფის წევრებში, რომლებიც წარსულში არსებულ უსიამოვნებას არ გაურბოდნენ და მის შესახებ წერდნენ. მკვლევარებმა შენიშნეს, რომ ახალ სტრესულ დავალებას გაცილებით მეტი ყურადღებით ეკიდებოდნენ და არჩევანსაც მეტი სიფრთხილით აკეთებდნენ ისინი, რომლებიც წარსულში არსებულ უსიამოვნებაზე, წარუმატებლობაზე წერდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






