სომხეთის ხელისუფლებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გადადო - ოპოზიცია ხალხს ისევ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს
მსოფლიო - 10:21, 25 Apr, 2018     1475
სომხეთის ოპოზიცია მომხრეებს დღეს დილიდან ერევანში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ოპოზიციის ლიდერებთან უკვე შეთანხმებულ შეხვედრაზე უარი თქვა.

„პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, პარლამენტის სპიკერსა და რესპუბლიკური ფრაქციის ხელმძღვანელს მოლაპარაკებების გამართვა სამი სამზე ფორმატში შევთავაზეთ. შეხვედრა ჟურნალისტების თანდასწრებით და ჩვენი მოთხოვნების გარშემო უნდა წარმართულიყო, თუმცა, მოვლენების განვითარება გვაფიქრებინებს, რომ სერჟ სარგსიანის გადადგომა რესპუბლიკურმა პარტიამ შესაძლოა ძალაუფლება შენარჩუნებისთვის გამოიყენოს. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ხალხმა გაიმარჯვა და ეს გამარჯვება ცვლილებებით უნდა გავამყაროთ. მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების განახლებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ კიდევ ერთი კვირა გვჭირდება საბოლოო გამარჯვებისთვის“- აცხადებს ნიკოლ პაშინიანი ვიდეო მიმართვაში.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი გუშინ აცხადებდა, რომ ხელისუფლებასთან შეხვედრა დღეს უნდა გამართულიყო.

პაშინიანი დიალოგის წინაპირობად პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის, პარლამენტის სპიკერის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ჩართვას ასახელებდა.

მისივე თქმით, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მოლაპარაკების ერთადერთი საკითხი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება უნდა ყოფილიყო.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42