სალომე ზურაბიშვილი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ტყუილების ტყვეობაში
პოზიცია - 20:03, 08 Aug, 2013     1451

,,ხუთი წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, მაგრამ ჯერ კიდევ საქართველოს მოსახლეობას არ ეღირსა სიმართლის გარკვევა. ტრაგედია გრძელდება და გამოსვალი ნაპოვნი არ არის, რადგან ვერ ვადგენთ სიმართლეს.


ტყუილია, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა მძიმე ტექნიკით პირველმა გადმოლახა საქართველოს საზღვარი 8 აგვისტომდე, მაგრამ ისიც ტყუილია, რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან.


სიმართლეა, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა ყველა შესაძლო ხერხებით (აგრესია, პროვოკაცია) 1991 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ე.წ სამხრეთ ოსეთში და მოგვიანებით აფხაზეთში, და მას მერე არ შემწყდარა ეს თანმიმდერვული პოლიტიკა. (რომ არაფერი ვთქვა 1921 წლის შესახებ).


ტყუილია, რომ 2008 წლის აგვისტოში მ.სააკაშვილმა ერთპიროვნულად და ტელევიზიაში განცხადების გაკეთებით არ დაიწყო საომარი მოქმქდებები და ცხინვალის დაბობვა, და უკვე 8 აგვისტოს დილით გამარჯვების დროშების შეტანით ცხინვალში. ამიტომ ამაზე პასუხი აგოს, ოღონდ არა რუსეთის წინაშე, არამედ საქართველოს და უპირველეს ყოვლისა ცხინვალის მოსახლეობის წინაშე.


სიმართლეა, რომ კოდორის ხეობაში არცერთი საომარი გადაადგილება არ ყოფილა ქართული მხარის მხრიდან, სამაგიეროდ რუსეთის სამხედრო ძალები უმიზეზოდ შემოიჭრნენ და გახსნენ მეორე ფრონტი დასავლეთ საქართველოში. სიმართლა ისიც, რომ ამ საკითხზე მ.სააკაშვილის მთავრობამ საეჭვო დუმილი არჩია, განგაში არ ატეხა და კოდორის დასაცად არც ადგილზე და არც საერთაშორისო დონეზე არ იბრძოლა. (არაფერს ვამბობ ახალგორის რაიონზე, რომელიც თვითონ მ.სააკაშვილის ხელისუფლებამ შეიყვანა ე.წ "სამხრეთ ოსეთში", როდესაც აღადგინა ე.წ "სამხრეთ ოსეთი" რომელიც 1991 წლიდან გაუქმებული იყო.)


ტყუილია, რომ საქართველოსთან ომი დაიწყო რუსეთთმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაჩერებლად. 2008 წელს ბუქარესტის სამიტის, საქართველოს ისედაც უარი ეთქვა MAP-ზე, საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა უკვე გადავადებული იყო, რომ არ გადაწყვეტილი...


მართალია, რომ ყველაზე დიდი პერპსექტივა ნატოსთან მიმართებაში გვქონდა სწორედ მაშინ როცა სამხედრო ბაზების გაყვანს მოეწერა ხელი და როცა კონფლიკტების მოგვარების გზაზე ვიდექით. პარადოქსია მაგრამ სიმართლეა, რომ ჩვენი ნატოსკენ მიმავალი გზა ითხოვს იმადროულად რუსეთთან ურთიერთობის დამშვიდებას.


ტყუილია რომ საზღვრის გადატანის საკითხი და დევნილების დაბრუნება დამოკიდებული იყოს ცხინვალის ხელმძღვანელობაზე და რუსეთის მითითებების გარეშე წყდებოდეს! ასევე ტყუილია, რომ ჩვენი გაერთიანება, როგორც ერის არ გადის აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე... და ისიც არ არის ტყუილია, რომ რუსეთმა "დამოუკიდებლობის აღიარებით" ეს გზა გადაგვიკეტა რამეთუ პირდაპირი საუბარი ე.წ "დამოუკიდებელ სუბიექტთან" უდრის მათი დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს ნორმაა ! და ამრიგად მოგვაქცია ჩაკეტილ წრეში!


და კიდევ ძალიან ბევრი ტყუილი ორივე მხრიდან... სამაგიეროდ არც ერთი მხარისგან არ მომგვისმენია სიმართლე, თვისი (ნაწილობრივ მაინც) შეცდომის ან დანაშაულის აღიარებით, რომელიც ამ მოვლენებს ახალ შუქს მოჰფენდა და ამდენად ახალ ურთიერთობის დასაწყისს გაუხსნიდა გზას. დ.მედვედევს, რომ მართლაც სურვილი ჰქონოდა ახალი (არჩევნების შემდგომ) საქართველოს ხელისუფლებისთვის რეალური შესაძლებლობის გზის მითითების (და არა ძველისა შეგუების, დათმობის, აღიარების და ევრაზიის კავშირის შეთავაზების). იგივე შეეძლო მ.სააკაშვილს რომ ისტორიაში მხოლოდ დაკარგულ ტერიტორიების სიმბოლოდ არ დარჩენილიყო.


ამიტომაც ამ პიროებში სანამ არ გამოვალთ არსებულ მოცემულობიდან - ერთი მხარეს საარჩევნო კამპანიის გამოყენებით სპეკულირების და რუსეთის საოცნებო კანდიდატების წინ წამოწევის და მეორეს მხრივ, მ.სააკაშვილის რომლის ყველაზე დიდი დანაშაული არის რომ თავისი ცოდვა და პასუხისმგებლობა საქართველოს გადაულოცა, იმავეს აგრძელებს - რამე სერიოზული მოლაპარაკებების დრო არ დამდგარა.


ასეთი მოლაპრაკებები და თანასწორი ურთიერთობა ორ მეზობელთა შორის არც პიროვნული სიმპატიებით, არც ვითომც კეთილმეზობლობის სურვილებით ან კიდევ უფრო უსაფუძვლო იმედების შექმნით არ იწყება. არც უკან ყურებით, ისტორიის გახსენებით, შემოყვანით და ბრალდებებით, თუნდაც დამტკბარ ენით წარმოთქმული. კიდევ ვიტყოდი, რომ "ნოსტალგია" ასევე სრულიად არაადექვატურ საწყისად მეჩვენება რამე სეროზული და თანამედროვე ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. და ვერც ორივე მხარის მცდელობა რომ "კარგ ბიჭებად" წარმოაჩინონ თავი.


ახალი ურთიერთობები, და ამას ვერ გავექცევით, - ეს იქნება რუსეთთან თუ ოსებთან და აფხაზებთან - იწყება სიმართლით... ტყუილების მოხსნით. რამეთუ ნათელზე ნათელია რომ ისტორიის ხელახლა დაწერით წარსულს მაინც ვერ შეცვლით!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42