კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება სასამართლომ ძალაში დატოვა
საზოგადოება - 19:51, 08 Aug, 2013     327

რადიო "მაესტრო" (შპს "ქართული რადიო") კომისიის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვითაც კომპანიას სამაუწყებლო ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის უფლება ორი წლის ვადით შეეზღუდა.


შეგახსენებთ, რადიო "მაესტრო", 2013 წლის 25 თებერვალს, დაბა გუდაურში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამართულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა. კომპანიას კონკურსში გამარჯვების შესახებ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაეხადა სალიცენზიო გადასახადის 20% (344.25 ლარი). თუმცა, შპს "ქართულ რადიოს" კომისიაში კანონით დადგენილ ვადაში სალიცენზიო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.


კომისიამ დაბა გუდაურში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ 2013 წლის 25 თებერვლის, N117/10 გადაწყვეტილება შპს "ქართულ რადიოს" ოფიციალურად გაუგზავნა. შპს "საქართველოს ფოსტის" მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად აღნიშნული საფოსტო გზავნილი შპს "ქართულ რადიოს" 2013 წლის 20 მარტს ჩაბარდა.
კომისიამ, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მიერ სალიცენზიო გადასახადის 20%-ის, გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში, გადაუხდელობის გამო ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე კანონის თანახმად, შპს "ქართულ რადიოს" ორი წლის ვადით შეეზღუდა სამაუწყებლო ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის უფლება.


სწორედ, კომისიის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში რადიო "მაესტრომ". სასამართლომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შპს "ქართული რადიო" ორი წლის განვალობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას სამაუწყებლო ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42