აგროდაზღვევის შეძენა ფერმერებს თიბისი ბანკის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის,სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონალურ ფილიალებში შეეძლებათ.
თანადაფინანსება დაზღვევის ფარგლებში შემდეგია:
ვაზის დაზღვევის თანადაფინანსება 50%,
ყველა სხვა კულტურის 70%.
დაზღვეული მოსავალი დაცული იქნება ისეთი რისკებისგან, როგორებიც არის: სეტყვა, ქარიშხალი, ჭარბი ნალექი და საშემოდგომო ყინვა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ანხორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრისგანვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობითდაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და მათთვის არსებული და შესაძლორისკების შემცირებას.
თიბისი დაზღვევა ფერმერებს მათთვის მორგებულ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს.
მასალის გამოყენების პირობები






