მისი განმარტებით, ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების თემასთან.
,,ვეჭვობ, რომ მე ვიცხოვრებ იმ დრომდე... ჩემის აზრით, ამას თაობების ცვლა სჭირდება, რადგან მოსკოვი მთავარ მოთხოვნად საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისას, საქართველოს ხელისუფლებას უყენებს სამხერთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას. დღესდღეობით, ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ დასვამს თავის ხელმოწერას იმ დოკუმენტის ქვეშ, რომელიც ფაქტობრივად იქნება საქართველოს დაშლის გაფორმება. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავ დიმიტრი მედვედევის 2013 წლის 5 აგვისტოს ინტერვიუს".
რაც შეეხება მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების დათბობას, მალაშენკოს აზრით, ის თავისუფლად შესაძლებელია იყოს კავშირში მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებთან. ვინაიდან, შესაძლოა მოსკოვში არსებობდეს მოლოდინი, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს ადამიანმა, ვისაც რუსეთის მიმართ კეთილგანწყობა აქვს.
,,მიხეილ სააკაშვილი იყო ვლადიმერ პუტინის მთავარი მტერი საქართველოში. იქ ადგილი ჰქონდა პირად წყენებს. საქვეყნოდ ცნობილია, რომ პუტინი დიდ ყურადღებას უთმობს პირად სიმპათიებსა და ანტიპათიებს. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ოქტომბერში გაიმარჯვოს ადამიანმა, რომელიც საკმაოდ კეთილგანწყობილია მოსკოვის მიმართ, რამდენადაც ეს შესაძლებელია საქართველოში. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე. კრემლის აზრით - ,,ის ჩვენი კაცია". მან დაამთავრა ,, МГИМО", და რუსეთი მისთვის გამაღიზიანებელი არ არის", - აცხადებს მალაშენკო.
ექსპერტის აზრით, საქართველოში ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემთხვევაში, პრეზიდენტს არ ექნება გადამწყვეტი ფუნქციები ხელისუფლებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
,,არსებობს ვარიანტი, რომ საქართველოში ახალი კონსტიტუციით, პრეზიდეტნს არ ექნება გადამწყვეტი როლი, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს. ესეც სხვათაშორის, აწყობს კრემლს, რამდენადაც საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, აშკარად ესიმპათიურება რუსეთის ხელისუფლებას. ის მზად არის, განავითაროს ურთიერთობები მოსკოვთან და თუ საჭირო იქნება, დათმობებზეც წავიდეს", - მიიჩნევს კარნეგის ცენტრის ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები






