"კონკრეტული ქმედებებია საჭირო ხავერდოვანი რევოლუციის ლოგიკური დასასრულისთვის" - სომხეთის ოპოზიცია ხვალ ხელისუფლებას ხვდება
მსოფლიო - 12:17, 24 Apr, 2018     1657

ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი სათავეში ჩაუდგება მოძრაობას ციცერნაკაბერდში, რომელიც დღეს 15:00 საათზე დაიწყება რესპუბლიკის მოედნიდან. ამის შესახებ იგი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეორე რაუნდი ხვალ გაიმართება

„ძვირფასო თანამოაზრეებო, დღეს, 24 აპრილს, ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ სომეხი ერის გენოციდს. მინდა შეგახსენოთ, რომ 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან გავემართებით ციცერნაკაბერდისკენ. დღეს ჩვენი ქმედება ამით შემოიფარგლება, თუ არ მოხდა რაიმე ექსტრაორდინალური. როგორც ცნობილია, ხვალ გაიმართება მეორე რაუნდი მოლაპარაკებებისა ხელისუფლების გადმოცემის თაობაზე.

ასევე, ხვალ 19:00 საათზე კვლავ ჩავატარებთ მიტინგს რესპუბლიკის მოედანზე, რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია მოლაპარაკებების პროცესთან მიმართებით, ასევე იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნება მიღებული გამოცხადებული ხავერდოვანი რევოლუციის ლოგიკური და სრული დასასრულისთვის.

დღეს ჩვენ გამოვიყენებთ შესაძლებლობებს და ორგანიზებას გავუწევთ რიგ პოლიტიკურ კონსულტაციებს, რათა მკვეთრად დავაფიქსიროთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით და რა კონკრეტული ქმედებები იქნება მიღებული ერის დე-იურე გამარჯვებისთვის“ - ნათქვამია პაშინიანის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42