მეცნიერები ყავის მავნებლობის შესახებ მითებს ანგრევენ
ეს საინტერესოა - 18:50, 23 Apr, 2018     3295

სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები აქტიურად ანგრევენ მითს ყავის მავნებლობის შესახებ. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყავის დალევა აუცილებელია, ზომიერების ფარგლებში, რა თქმა უნდა.

აი რა დასკვნამდე მივიდნენ ისინი.

1. ყავა ამცირებს პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადების რისკს.

ამერიკელმა მეცნიერებმა ტამპას "ალცჰეიმერის დაავადების შემსწავლელი ცენტრიდან" დაადგინეს, რომ კოფეინის შემცველი სასმელები ამცირებენ ამ დაავადების რისკს 65%-ით. ამისთვის საკმარისია 1-დან 3-მდე ჭიქა ყავის დალევა.

ბრაზილიური სანტა-კატერინას უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, ყავის მოყვარულები პარკინსონის დაავადებით 20%-ით უფრო იშვიათად ავადდებიან, ვიდრე სხვები.

2. ამცირებს ღვიძლის ციროზით დაავადების რისკს.

"მარიო ნეგრის ფარმაკოლოგიური კვლევების ინსტიტუტის" თანამშრომლები, რომლებიც ნაღვლის ბუშტზე ყავის გავლენას სწავლობდნენ, დაადგინეს, რომ მისი რეგულარული მიღება ორჯერ ამცირებს ღვიძლის ციროზის განვითარების რისკს.

3. ამყარებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

ეს დასკვნა ყველაზე გავრცელებულ მითს ანგრევს. სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის და ბოსტონის ქალთა საავადმყოფოს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ 3-5 ჭიქა ყავა გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს 3-ჯერ ამცირებს

4. ონკოდაავადებათა რისკის შემცირება.

მეოცე საუკუნეში ექიმები ყავას ონკოდაავადებათა გამომწვევ ერთერთ მაპროვოცირებელ ნივთიერებად აღიარებდნენ. "მარიო ნეგრის ფარმაკოლოგიური კვლევების ინსტიტუტის" მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ყავის მოყვარულები უფრო იშვიათად ავადდებიან სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოთი.

5. 2-ე ტიპის დიაბეტის განვითარება.

ადრე ჩვენ გვაშინებდნენ, რომ ყავა შაქრიანი დიაბეტის განვითარებას უწყობს ხელს. დანიის ოდენსეს უნივერსიტეტისა და ორჰუსის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კაფესტოლის შემცველობის გამო, ყავის მოყვარულის ნაღვლისქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს მეტ ინსულინს, მასზე გლუკოზის მოქმედების დროს. სწორედ ამ მიზეზით, ყავის მსმელები უფრო იშვიათად ავადდებიან დიაბეტით.

6. იცავს სახსრებსა და ნაღვლის ბუშტს.

ყავა აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს სისხლიდან შარდის მჟავის გამოყვანას. ეს ფაქტი ბირგჰემის ქალთა საავადმყოფოსა და ჰარვარდის მედიცინის სკოლასთან ერთად დაამტკიცა.

კოფეინი ასევე ამცირებს ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის რისკს. ამერიკელმა ექიმმა სკოტ გოტლიბმა გაარკვია, რომ 1-3 ჭიქა ყავა ამ დაავადების რისკს 4%-ით, ხოლო 3-5! ჭიქა 45%!-ით.

7. აახალგაზრდავებს ორგანიზმს და ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას.

ესპანელმა მეცნიერებმა გრანადის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ ყავა შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც 500-ჯერ ძლიერია С ვიტამინზე. კორეის იხვას ქალთა უნივერსიტეტის მეცნიერები კი ამტკიცებენ, რომ ყავის ექსტრაქტი ასწორებს ნაოჭებს და ინახავს უჯრედებში კოლაგენი რაოდენობას, რითიც თავის მხრივ ამცირებს სითხის კარგვას. ამიტომაც ყავის მოყვარულები თანატოლებზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან.

ეს ექსტრაქტი სახლში შეგიძლიათ დაამაზდოთ ყავის, წყლისა და შაქრისგან. ეს კონცენტრატი შესანიშნავად ეწყობა კოქტეილებს, დესერტს, ნაყინს და ტორტებს.

8. ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

დოქტორები მერფი და გიუნტერი ამტკიცებენ, რომ მათ შეისწავლეს სიკვდილიანობის დონეს ევროპის 10 ქვეყანაში და დაასკვნეს, რომ ყავის მოყვარულები უფრო დიდხანს ცხოვრობენ. ყავის ამ ბონუსით შეიძლება მწეველებმაც კი ისარგებლონ.

---------

ცხადია, ყავა პანაცეა არ არის. ამასთან, ექიმები აცხადებენ, რომ უკეთესია ნატურალური ყავა მიიღოთ, ვიდრე ხსნადი, რადგან მეორე გაცილებით ნაკლებ სასარგებლო ნივითიერებას შეიცავს. და, რა თქმა უნდა, ზომიერების დაცვაცაა აუცილებელი. კარგი იქნება დააკვირდეთ, თუ რა რაოდენობის ყავას სვამთ დღეში, შეამჩნიეთ თუ არა ჯანმრთელობის გაუარესება/გაუმჯობესება მას შემდეგ რაც ყავას რეგულარულად აღარ სვამთ? ყველა ეს ფაქტორი დაგეხმარებათ არამარტო ისიმოვნოთ ამ სასმელით, არამედ ჯანმრთელობაც გაიუმჯობესოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42