სომხეთის პარლამენტმა სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 17 აპრილს აირჩია. პარლამენტში კენჭისყრა, ქუჩის მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
სარგსიანი იკავებდა უმაღლეს პოსტებს სომხეთში 2007 წლიდან. 2008 წელს ის აირჩიეს პრეზიდენტად, 2013 წელს ის ამ პოსტზე ხელმეორედ იქნა არჩეული, რის შემდეგაც სომხეთმა დაიწყო გადასვლა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე, რომლის ფარგლებშიც ფართოვდება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება და მცირდება პრეზიდენტის. თუ სარგსიანი პრემიერი გახდება, ის ამ პოსტზე 2022 წლამდე იქნება.
სერჟ სარგსიანის გაპრემიერების წინააღდმდეგ მიმართული საპროტესტო აქციებს მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი“, „უარი სერჟს“ და ფრონტი „სომხეთის სახელმწიფოს სახელით“ მარტის ბოლოდან ატარებენ. საპროტესტო აქციაზე გამოსულია რამდენიმე ათასი ადამიანი, ისინი აპროტესტებენ იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სარგსიანმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ხელისუფლებაში ყოფნა კიდევ რამდენიმე წლით გაიხანგრძლივა. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებების და უმაღლესი კანონის წინააღმდეგ წასვლა.
საპროტესტო გამოსვლების ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის დაწყება დააანონსა და სომხეთის მოსახლეობას საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






