Роскомнадзор-მა განაცხადა, რომ Google-ის რამდენიმე IP-მისამართი დაბლოკა, რადგან კომპანია უფლებას აძლევს Telegram-ს, რომ მესენჯერის მომხმარებლებს სერვისი შემოვლითი გზით მიაწოდოს.
მეშვიდე დღეა რუსეთში უშედეგოდ ცდილობენ მესენჯერ Telegram-ისა და VPN-სერვისების დაბლოკვას, რომლებიც მომხმარებლის მისადმი წვდომას უზრუნველყოფს. რუსეთის ხელისუფლება მომხმარებელთან ინტერნეტომში მარცხდება. მესენჯერი მართალია მცირე შეფერხებებით, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს.
Роскомнадзор-ის განცხადებით, "Google-მა არ შეასრულა უწყების მოთხოვნა და კვლავ აძლევს საშუალებას თავისი IP-მისამართები რუსეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებისათვის გამოიყენოს, რის გამოც ეს მისამართები აკრძალულ ინფორმაციის რეესტრში იქნა შეტანილი.
ინტერნეტმომხმარებლებმა გაითვალისწინეს Telegram-ის დამფუძნებლის პაველ დუროვის რჩევა და აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სერვისებს, რომლებიც დაბლოკვის გვერდის ავლით მის გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ თემაზე მესენჯერში სახალისო მიმოწერები და ხელისუფლების ღია დაცინვა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






