22 აპრილს, წმიდა დედაქალაქ მცხეთაში ჯვართაღმართების დღესასწაული გაიმართება
რელიგია - 11:16, 22 Apr, 2018     3132

22 აპრილს, სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი საზეიმო წირვის შემდეგ დაიწყება ლიტანიობა სამი ჯვრით. სვეტიცხოვლიდან მრევლი ანტიოქიის მონასტრის გავლით მდინარე არაგვს ნავებით გადაკვეთს და მცხეთის ჯვრის მთის ძირში, გეთსამანიის ბაღში, „ქართლის ცხოვრების“ ქვა-სვეტთან შეიკრიბება. აქედან ჯვრებს სამი მიმართულებით გადააბრძანებენ და აღმართავენ მცხეთის ჯვარზე – „ყოველთა ქართველთა გოლგოთაზე“, თხოთის მთაზე – წმ. მეფე მირიანის მოქცევის ადგილზე, და უჯარმაში –სამეფო ქალაქში.

დღესასწაულს საფუძვლად უდევს „ქართლის ცხოვრებაში“ აღწერილი ისტორია, - IV საუკუნეში მომხდარი სასწაული, როდესაც ღვთაებრივი ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვრის და მისგან გამოსული ორი ვარსკვლავის მოძრაობის მიხედვით, წმ. ნინომ, წმ.მეფე მირიანმა , წმ.ეპისკოპოსმა იოანემ და მორწმუნე ერმა აღმართეს ჯვრები მცხეთის ჯვარზე, თხოთის მთასა და უჯარმაში, რასაც ქართლში კერპების მსხვრევა და ხალხის მასიური გაქრისტიანება მოჰყვა; მეფემ კი ორი დღესასწაული დააწესა: „ძლევით შემოსილისა ჯუარისაი“, – აღდგომიდან მესამე კვირას (ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვრის და მისგან გამოსული ორი ვარსკვლავის აღსანიშნავად) და „ჯვრის გამოჩინების დღე“, – სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს, როდესაც ჯვრის მონასტრის ადგილზე აღმართული ჯვარი ღვთისგან ზეციური ჯვრით და ანგელოზთა მონაწილეობით იკურთხა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღადგინა ჯვართაღმართების და ჯვრის გამოჩინების ეს უძველესი დღესასწაულები მისმა უწმინდესობამ ყოველწლიურად, აღდგომიდან მესამე კვირას, დააწესა ჯვრების აღმართვა მცხეთის ჯვრის მონასტერში, თხოთის მთასა და უჯარმაში და წინა წელს უკვე აღმართული ჯვრების გადაბრძანება საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში, როგორც წმინდა ნინოს დროინდელი „ძლევით შემოსილი ჯვრის “ სიმბოლოების.

ჯვართაღმართება კერპთაყვანისმცემლობაზე ქრისტიანობის გამარჯვების ზეიმია!

წელს ჯვრები გადაბრძანდება :

მცხეთის ჯვრიდან – სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში;

თხოთის მთიდან – რუისისა და ურბნისის ეპარქიაში;

უჯარმიდან – აგარაკ-წალკის ეპარქია

საპატრიარქოს განცხადებით, მსურველებს შეუძლიათ თავისი ტრანსპორტით მონაწილეობა მიიღონ ჯვრების ეპარქიაში გადაბრძანებაშიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42