პრინცი ჩარლზი "ერთა თანამეგობრობის" მეთაური ხდება
მსოფლიო - 19:01, 21 Apr, 2018     4353

უელსის პრინცი ჩარლზი "ერთა თანამეგობრობის" მეთაური გახდება. იგი ამ პოსტზე დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს შეცვლის. ამის შესახებ განცხადება თანამეგობრობაში შემავალი ქვეყნების ლიდერებმა გააკეთეს.

ელისაბედ მეორემ აღნიშნა, რომ ჩარლზის ამ პოსტზე დანიშვნა მისი სანუკვარი სურვილი იყო. აღნიშნული ინიციატივა დადებითად პირველებმა ტერეზა მეიმ და კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომ შეაფასეს.

ტრადიციის თანახმად "ერთა თანამეგობრობას" ბრიტანეთის მონარქი ხელმძღვანელობს, მაგრამ ეს პოსტი მემკვიდრეობითი არ არის და გადაწყვეტილებას "ერთა თანამეგობრობის" წევრი 53 სახელმწიფოს ლიდერი იღებს.

ეს გადაწყვეტილება 46 ქვეყნის მეთაურმა და 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო, რომლებიც ორდღიან სამიტზე უინძორის სასახლეში შეიკრიბენ. აღიშნული საკითხის გარდა, სახელმწიფოების მეთაურებმა ქვენებს შორის ვაჭრობის, გენდერული თანასწორობისა და კლიმატური ცვლილებების საკითხებზე იმსჯელეს.

აქვე, დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მზად არის კვლავ მიიღოს "ერთა თანამეგობრობის" რიგებში ზიმბაბვე, რომელიც ორგანიზაციიდან პრეზიდენტ მუგაბეს ინიციატივით 2003 წელს გავიდა.

ერთა თანამეგობრობა (ინგლ. The Commonwealth of Nations / 1946 წლამდე ბრიტანული ერთა თანამეგობრობა - The British Commonwealth of Nations) 1926 წელს დაარსდა. დღევანდელი სახით იგი 1949 წლიდან არსებობს. ორგანიზაციაში შედის დიდი ბრიტანეთი და ყველა ის სახელმწიფო, რომელიც წარსულში იყო ბრიტანეთის კოლონია, დომინიონი ან პროტექტორატი. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის წევრია ორი ისეთი ქვეყანა, რომელიც არ შეესაბამება ამ კრიტერიუმს — მოზამბიკი და რუანდა.

"ერთა თანამეგობრობაში შედიან: ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ახალი ზელანდია, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბაჰამის კუნძულები, ბელიზი, ბოტსვანა, ბრუნეი, გაიანა, განა, გრენადა, დიდი ბრიტანეთი, დომინიკა, ვანუატუ, ზამბია, იამაიკა, ინდოეთი, კამერუნი, კანადა, კენია, კვიპროსი, კირიბატი, ლესოთო, მავრიკი, მალავი, მალაიზია, მალტა, მოზამბიკი, ნამიბია, ნაურუ, ნიგერია, პაკისტანი, პაპუა-ახალი გვინეა, სამოა, რუანდა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სეიშელის კუნძულები, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სვაზილენდი, სიერა-ლეონე, სინგაპური, სოლომონის კუნძულები, ტანზანია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უგანდა, ფიჯი, შრი-ლანკა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42