სათამაშო გემი "Adventure" შოტლანდიელ ძმებს 8 წლის ოლი და 5 წლის ჰარი ფერგიუსონებს ეკუთვნით. თავიდან გემმა სკანდინავიის მიმართულებით გაცურა, მაგრამ მერე კურსი ატლანტიკის ოკეანისკენ აიღო და ამჟამად სამხრეთ ამერიკის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფო გაიანას ნაპირებთან ახლოს იმყოფება.
სატამაშო გემი, რომელიც მეკობრეთა ხომალდის მაკეტს წარმოადგენს, ოკეანის დინებას "მშობლიურ გარემოსკენ", კარიბის ზღვის მიმართულებით მიჰყავს.

ბიჭების მამა მაკნეილი აცახდებს, რომ ელემენტები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გემის ადგილმდებარეობის დადგენა ამჯერად 25%-ითაა დატენილი და თუ მათ არ დატენიან, ხომალდის კვალი შეიძლება დაიკარგოს.
მისი სიტყვებით, იგი დარწმუნებული იყო, რომ გემი ზღვის ტალღებს ვერ გაუმკლავდებოდა და გასაოცარია, რომ იგი უკვე თითქმის წელიწადია რაც თამამად მიაპობს ტალღებს.
ზღვაში ჩაშვებამდე გემი ოდნავ გადააკეთეს - მას დაუმატეს ბალასტი და კორპუსი პენოპლასტით გაავსეს. გებანზე მოტავსებულია წერილი, რომელშიც გემის მპოვნელს თხოვენ, რომ იგი კვლავ ზღვაში ჩაუშვას.

"Adventure"-ის პირველი მიმართულება დანია გახდა. მოგზაურობის დაწყებიდან 390 მილში, დანიის ნაპირებთან იგი ერთერთმა ოჯახმა იპოვა და კვლავ ზღვაში ჩაუშვა. შემდეგ შვედეთის ნაპირებთან გემი ხის ნაფოტს წამოედო. იგი ნავით მოსეირნე ქალბატონმა გადაარჩინა და კვლავ ნაოსნობაში გაუშვა.
ნორვეგიაში გემი სამეცნიერო გემმა აღმოაჩინა, რომლებმაც მას ფოტოები გადაუღეს და ძმებს გაუგზავნეს.
გარკვეული დროის შემდეგ გემი ნამდვილმა იალქნიანმა გემმა "კრისტიან რადიჩმა" აღმოაჩინა და იგი კაბო-ვერდეში ჩაიყვანა, საიდანაც მისი ტრანსატლანტიკური ტურნე დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






