„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შეცვლა არხის მენეჯმენტის ძალაუფლებასა და კორუფციის რისკებს გაზრდის“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
პოზიცია - 12:50, 21 Apr, 2018     1408
4 ნოემბერს, 29 არასამტავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელის მმართველობაში იზრდება მთავრობისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირების გავლენა," - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დეპარტამენტის მოხსენების თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილმა სადავო ცვლილებებმა, რომლებიც პარლამენტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა წარუდგინა, გამოიწვია შეშფოთება არხის რესტრუქტურიზაციის პროცესის გაუმჭვირვალობასთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შიგნით ძალაუფლების კონსოლიდაციასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებების სფეროში გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც საქართველოში მედიაში არსებლ ვითარებაზეა საუბარი, აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შეცვლა არხის მენეჯმენტის ძალაუფლებასა და კორუფციის რისკებს გაზრდის, ბორდსა და თანამშრომლების დაცვის მექანიზმს კი შეასუსტებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის შემაჯამებელ ანგარიშში საქართველოში მედიაპლურალისტიური გარემოს შემცირებაზეა საუბარი.

"დამოუკიდებელი მედიასაშუალებები იყვნენ ძალიან აქტიურები და მოსაზრებათა ფართო სპეტრს წარმოადგენდნენ. მაგრამ სამი სატელევიზიო არხის, "იმედის", მაესტროსა" და "GDS TV"-ს შერწყმამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) ხელმძღვანელობის ცვლილებასთან ერთად შეამცირა მედია პლურალიზმი და გაზარდა საზოგადოებაში აღქმა, რომ მედია-გარემო უფრო და უფრო კონცენტრირდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ. 4 ნოემბერს, 29 არასამტავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელის მმართველობაში იზრდება მთავრობისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირების გავლენა," - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42