სომხეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინიტრმა სერჟ სარგსიანმა ოპოზიციის ლიდერს, ნიკოლ პაშინიანს დიალოგისკენ მოუწოდა.
"ღრმად ვარ შეშფოთებული შიდაპოლიტიკური პროცესების მიმდინარეობით. თავიდან რომ ავიცილოთ შეუქცევადი დანაკარგები, მოვუწოდებ ეროვნული კრების (პარლამენტის) დეპუტატს ნიკოლ პაშინიანს - დავსხდეთ მოლაპარაკებებისა და პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან. ეს დაუყოვნებლივ უნდა გავაკეთოთ," - ნათქვამია სარგსიანის განცხადებაში, რომელიც პრემიერის საიტზეა განთავსებული.
აქვე სარგსიანი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება პატივს სცემს საპროტესტო აქციების მოწყობის თავისუფლებას, მაგრამ აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესებმა შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს.
თავის მხრივ პაშინიანმა ადრე განაცხადა, რომ მზად არის მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ საკუთარი პირობებით. პაშინიანის მოთხოვნები 4 პუნქტისგან შედგება: 1. სარგსიანის გადადგომა; 2. პრემიერ-მინისტრად "სახალხო კანდიდატის" დანიშვნა. 3. დროებითი მთავრობის შექმნა; 4 სამთავრობო პროგრამის შეთანხმებული ჩაგდება, რაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების წინაპირობას შექმნის.
მასალის გამოყენების პირობები






