2 ბურგერი და 2 ქილა Dr Peppers - აშშ-ში სიკვდილით ყველაზე ასაკოვანი პატიმარი დასაჯეს
მსოფლიო - 16:12, 20 Apr, 2018     5990
ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილით 83 წლის მამაკაცი დასაჯეს. უოლტერ მუდი ყველაზე ასაკოვანი პატიმარია მათ შორის, ვის მიმართაც სასჯელის ეს ზომა იქნა გამოყენებული, სიკვდილით დასჯის აღდგენის შემდეგ , 1976 წლიდან.

უოლტერ მუდი მსჯავრდებული იყო მოსამართლეების მკვლელობისთვს, რომელიც 1989 წელს ჩაიდინა. ​სასამართლომ დაადგინა, რომ მუდიმ 1989 წელს საოლქო მოსამართლე რობერტ ვენსა და სამოქალაქო საკითხებში ადვოკატ რობერტ რობინსონს ასაფეთქებელი მოწყობილობები გაუგზავნა. ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედების შედეგად, ორივე მათგანი დაიღუპა.

მუდის სასიკვდილო ინექცია გასულ ხუთშაბათს, ალაბამას შტატის ქალაქ ატმორის ციხეში შეუყვანეს.

მუდი პირველად ამ საქმეზე 1991 წელს გაასამართლა ფედერალურმა სასამართლომ და მას შვიდმაგი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, პლუს 400 წელი.

1996 წელს კიდევ ერთი პროცესი შედგა, რომელზეც მას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

როგორც ბრალდების მხარე ირწმუნებოდა, მუდის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განადგურება იმის გამო სურდა, რომ მან უარი უთხრა 1972 წელს მის წინააღდეგ წაყენებული ბრალის გადახედვაზე. მუდის მაშინ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფლობაში ადანაშაულებდნენ.

ბრალდების მხარე მუდის ახასიათებდა, როგორც მკვლელს, რომელმაც შურისძიებით შეპყრობილმა მკვლელობა შეგნებულად ჩაიდინა და შემდეგ ცდილობდა მოვლენების ისეთი ინსცენირება მოეწყო, თითქოს მკვლელობის უკან კუ კლუს კლანი იდგა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მუდიმ უარი თქვა უკანასკნელ სადილზე და ამის მაგივრად შეჭამა 2 ჰამბურგერი ხორცით და ყველით და დალია 2 ქილა Dr Peppers-ი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42