სვაზილენდის მეფემ ქვეყანას სახელი შვეიცარიის გამო შეუცვალა
მსოფლიო - 13:08, 20 Apr, 2018     4473
სვაზილენდის მეფემ, მსვატი მესამემ ქვეყანას სახელწოდება შეუცვალა და ესვატინის სამეფო დაარქვა. მონარქმა გადაწყვეტილება 19 აპრილს დამოუკიდებლობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე მიიღო. მისი განცხადებით, სვაზილენდი ხშირად ეშლებათ შვეიცარიაში, რადგან ისინი ინგლისურად თითქმის ერთნაირად გამოითქმის.

სვაზილენდი, რომელიც 1968 წლამდე დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, ინგლისურიდან „სვაზის მიწად“ ითარგმნება, მეფის განცხადებით, ქვეყანა, თავდაპირველი სახელი დაიბრუნა - ესვატინი სვაზი ენაზე ასევე „სვაზის მიწას“ ნიშნავს.

მსვატი მესამემ სახელწოდება ესვატინი ადრეც არაერთხელ გამოიყენა სხვადასხვა საჯარო გამოსვლის დროს, მათ შორის - 2017 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე.

სვაზილენდი აფრიკის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც დღემდე აქვს აბსოლუტური მონარქია. 50 წლის მეფეს, რომელიც ქვეყანას 1986 წლიდან მართავს და შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს, 15 ცოლი ჰყავს. უფლებადამცველები სვაზილენდის სამეფოს მწვავედ აკრიტიკებენ პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და ქალების დისკრიმინაციის გამო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42