"ნიუპოსტმა" გაარკვია, რომ მიწის განაკვეთების გადასახადები, შესაძლოა, გაიზარდოს. შემოსავლების სამსახურის სპეციალისტები პირად საუბარში ამბობენ, რომ სწორედ გადასახადის შესაძლო მატებითაა გამოწვეული შეზღუდვა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.
შემოსავლების სამსახურს გადასახადის შესაძლო მატებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია. ამავე დროს, ფიზიკურმა პირმა, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევას უშუალოდ შემოსავლების სამსახურში ცდილობდა, "ნიუპოსტს" უთხრა, რომ მისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა მიწის განაკვეთის ადრინდელი გადასახადების ცხრილიც:
"ოპერატორმა მითხრა, რომ ეს მონაცემებიც დროებით დაბლოკილია", - აცხადებს ფიზიკური პირი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისივე თქმით, ადრინდელი გადასახადი, მაგალითად, გორში მდებარე 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 82 ლარს შეადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები






