„ჰიდრო გენერაციის ობიექტების მშენებლობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებასთან“ - რომეო მიქაუტაძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:22, 19 Apr, 2018     1908

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივების ნაწილს ლენტეხში მშენებარე „ხელედულა-3 ჰესთან“ დაკავშირებით კითხვები აქვთ.

შეხვედრაში ასევე, მონაწილეობენ ადგილობრივი მთავრობისა და ინვესტორი კომპანიის შპს „ხელედულა ენერჯის” წარმომადგენლები.

„დღეს შევხვდი ლენეტეხელებს და მათ დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია დაგეგმილი ჰესის პროექტის შესახებ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჰიდრო გენერაციის ობიექტების მშენებლობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებასთან, ხოლო ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია ენერგეტიკის განვითარების გარეშე. თითოეულ ჰესს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე. ყოველი ახალი ჰესი ნიშნავს მეტ ელექტროენერგიას ჩვენი მოსახლეობისათვის, მეტ ინვესტიციას და მეტ დასაქმებულ მოქალაქეს. საქართველოს მთავრობა, პირადად მე, ძალღონეს არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ავუხსნათ“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ

„ხელედულა-3“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე ხორციელდება.

გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას ეკისრება ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში (ძირითადად ზამთრის თვეები) ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს. აღნიშნულის გათვალისწინებით პროექტის განხორციელება გარკვეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მიერ ენერგეტიკულ სექტორში გატარებული გრძელვადიანი პოლიტიკის ამოცანის გადაჭრაში, რაც გულისხმობს საკუთარი ჰიდრორესურსებით იმპორტირებული ელექტროენერგიის ეტაპობრივ ჩანაცვლებას.

ჰესის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ.-ია ,ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 250მლნ. კვტ საათი. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე 400მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა შორის ურმავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. ჰესის ექსპლუტაციაში შესვლის შემდეგ ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად 1,5 მლნ ლარი შევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42