ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს „ექსონ-მობილის“ დელეგაცია ესტუმრა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:20, 19 Apr, 2018     1490

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში“ ამერიკულ კომპანია „ექსონ-მობილთან“ გაიმართა შეხვედრა. უმსხვილესმა ამერიკულმა ნავთობკომპანიამ საქართველოს ნახშირწყალბადების განვითარების პერსპექტივით დაინტერესება გამოთქვა.

ქართულმა მხარემ, მასალის გაცნობის მიზნით, საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს გააცნო თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების პერსპექტივებზე საქართველოში არსებულ სალიცენზიო ფართობებზე. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება. ამ დღეების განმავლობაში „ექსონ-მობილის“ წარმომადგენლები ქართველ სპეციალისტებთან ერთად უკეთ გაეცნობიან არსებულ გეოლოგიურ და გეოფიზიკურ მონაცემებს და ერთობლივად დასახავენ სამომავლო პერსპექტივებს.

კომპანია „ექსონ-მობილი“ 1999 წლის ბოლოს დაარსდა აშშ-ში, ტეხასის შტატში. მისი სათავო ოფისი ქალაქ ირვინშია. „ექსონ-მობილი“ ორი დიდი კომპანიის გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა. ეს გახლავთ 1973 წელს დაარსებული ამერიკული „ექსონი“ და 1911 წელს დაარსებული ამერიკული „მობილი“. კომპანია ნავთობისა და გაზის მოპოვებასა და მიწოდებას ახორციელებს.

2016 წელს „ექსონ-მობილს“ მსოფლიოს ტოპ-10 მაღალშემოსავლიან კომპანიებს შორის მე-6 ადგილი ეკავა და მისი კაპიტალი 246 მილიარდ დოლარს შეადგენდა. დასაქმებული ჰყავს 80 ათასამდე ადამიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42