გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ამ საკითხის განხილვას დონალდ ტრამპთან აპრილის ბოლოს აპირებს.
გერმანიის ხელისუფლებას სურს, საკუთარი ბიზნესი ანტირუსული სანქციებიდან გაათავისუფლოს. პუბლიკაციის თანახმად, ვაშინგტონში უახლოესი ვიზიტისას გერმანიის ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი გერმანული კომპანიების სანქციებში მონაწილეობისგან გათავისუფლებას მოითხოვს. დაკონკრეტებულია ისიც, რომ საქმე ეხება მთლიანად გერმანულ ბიზნესს და არა რომელიმე ინდივიდუალურ კომპანიას.
როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, გერმანიის ხელისუფლებაზე სერიოზულ ზეწოლას ახდენენ მსხვილი გერმანული კომპანიები, რომელთაც არ სურთ რუსეთთან მსგავის ურთიერთობის გამო შემოსავლები დაკარგონ.
შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის მშენებლობაზე შეთანხმდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






