საქართველოს ბანკმა სპეციალურად ტურისტებისათვის Tourist Card-ი შექმნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:34, 19 Apr, 2018     1744
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ტურისტებისთვის სპეციალური პროდუქტის შეთავაზების შესახებ. ბანკმა ტურისტებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით - Tourist Card (ტურისტ ქარდი) შექმნა.

Tourist Card-ი საქართველოს ბანკის (VISA) პლასტიკური ბარათია, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ ტურისტს შესაძლებლობას აძლევს: ბარათით გადაიხადოს მგზავრობის საფასური მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში და საბაგიროთი მგზავრობისას. ისარგებლოს ფასდაკლებებით სხვადასხვა ობიექტებში: კაფე-ბარებსა და რესტორნებში; მუზეუმებსა და სუვენირების მაღაზიებში; ტურისტულ კომპანიებში; სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში.

Tourist Card-ით გადახდა შესაძლებელია ყველგან, ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალით. Tourist Card-ის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, ხოლო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ბარათის შეძენისთანავე. (50-იდან 1 000 ლარამდე თანხის შეტანის ლიმიტით, როგორც ეროვნულ, ასევე დოლარის და ევროს ვალუტაში). Tourist Card-ზე ნაშთის შემოწმება კი შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით.

ტურსიტები საქართველოს ბანკის Tourist Card-ით ისარგებლებენ არაერთი მათთვის საჭირო ბენეფიტითა და ფასდაკლებით. მათ შორის: Tourist Card-ის მფლობელი საჩუქრად მიიღებს მაგთის სიმ-ბარათს და 1000 MB-ის მოცულობის ინტერნეტს. Tourist Card-ის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ექსპრეს სერვისცენტრებში.

სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლებები და დეტალური ინფორმაცია Tourist Card-ზე გთხოვთ იხილოთ ვებგვერდზე:touristcard.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42