პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პატიმარმა თავი შეუძლოდ იგრძნო 7 აგვისტოს, რის შემდეგაც გასინჯეს და სასწრაფოდ გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში:
"მას აღენიშნებოდა ტკივილი გულ-მკერდის არეში, ირადიაციით ბეჭის არეში და საერთო სისუსტე. წნევის გაზომვის შემდეგ, იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში, სადაც ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა, რომლის შედეგადაც დაისვა კლინიკური დიაგნოზი - მწვავე მიოკარდიუმის გავრცელებული მსხვილკეროვანი ინფარქტი, გართულებული პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიით. "ტკივილის კუპირების და სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, მოხდა გულის უეცარი გაჩერება.
ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებები, სამწუხარო, უშედეგო აღმოჩნდა და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსჯავრდებული თ.კ. სასჯელის მოხდის პერიოდში გამოირჩეოდა კარგი ყოფა-ქცევით და ხშირად მონაწილეობდა სპორტულ აქტივობებში," - ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






