საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია Flynas შემოდის
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:40, 18 Apr, 2018     1418

პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული გადამზიდავის, ავიაკომპანია Flaynas-ის გენერალურ დირექტორს, ბანდერ აბდულრაჰმან ალ მოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყებს და რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთის სამი უმსხვილესი ქალაქიდან - ერ-რიადიდან, დამამიდან და ჯედადან თბილისის მიმართულებით კვირაში სამ-სამი სიხშირით შეასრულებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოთი, როგორც ტურისტული მიმართულებით, ყურის ქვეყნების დაინტერესება. მათ შორისაა, საუდის არაბეთი, საიდანაც 2017 წელს, წინა წელთან შედარებით შედარებით, მგზავრთნაკადი 61 პროცენტით არის გაზრდილი.

შეხვედრაზე საუდის არაბეთის ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე ფრენები საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან განხორციელდება. მისი თქმით, დიდია აღნიშნული ქვეყნიდან ტურისტების დაინტერესება საქართველოთი როგორც უნიკალური ტურისტული მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამომავლოდ იგეგმება მარკეტინგული კამპანიის გაააქტიურება საუდის არაბეთში, რომელიც ასევე გაზრდის ტურისტების რიცხვს აღნიშნული ქვეყნიდან.

ავიაკომპანია Flynas-თან შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.

საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნულმა გადამზიდავმა ოპერირება 2007 წლის თებერვალში Nas Air-ის სახელწოდებით დაიწყო. 2013 წლის ნოემბერში ის ბაზარზე უკვე Flynas-ის სახელით ოპერირებს და ამ დროისთვის 31 საჰაერო ხომალდს ფლობს. ავიაკომპანია ფრენებს 35 მიმართულებით ასრულებს. თბილისში, ავიაკომპანია Flynas-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Voyager იქნება.

2017 წელს საქართველოში საუდის არაბეთის მოქალაქე 56,252 მოქალაქე შემოვიდა და წინა წელთან შედარებით 176%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2018 წლის 3 თვის მონაცემებით საქართველოშ საუდის არაბეთის 3,406 მოქალაქე შემოვიდა და შარშანდელი წლის 3 თვესთან შედარები82% ზრდა დაფიქსირდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42