ჟურნალისტი ირმა ინაშვილი პრემიერის მრჩეველს მხილებით ემუქრება
საზოგადოება - 11:20, 08 Aug, 2013     2902

განცხადებას, რომელიც ინაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ,,ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"ახლა ველოდები, რას მოიფიქრებს ახალი ხელისუფლების "პიარ-გენიოსი" კოკა ყანდიაშვილი. როგორ გაამართლებს კბილაშვილის უუნარობას, როგორ წარმოაჩენს რეფორმატორად კუბლაშვილს. როგორ გამოაცხადებს ქართული დემოკრატიის ზეიმად ახალაიას მოსალოდნელ გათავისუფლებას… როგორ დაგვარწმუნებს, რომ ჩვენ შეურაცხყოფილები კი არა, ბედნიერები ვართ… როგორ დაბლოკავენ მედია- სივრცეში 11 აგვისტოს აქციის თემას და მოთხოვნებს… რა მორიგ მზაკვრობას მოუმზადებს " ობიექტივს" და პირადად მე…

 

8 თვიანი უზნეობა, უსინდისობა, დაუნახაობა, უმადურობა და არაკაცობა ქრისტიანულად ავიტანე. ახლა, ბრიუსელიდან რომ დავბრუნდები, ჩემო კოკა, ვიწყებ შენს მხილებას და არა მარტო შენსას… თქვენ ლახავთ ივანიშვილის სახელს თბილისშიც, ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც. თქვენ უგებთ ამ კაცს მახეს. ამიტომ მხილება იქნება თბილისშიც, ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც. ველოდები, რომ შემომითვლი,- ჩვენ ხომ დიდიხნის მეგობრები ვართო. მე არაფერ შუაში ვარო… მიყვარხარ და ვგიჟდები შენზეო… არაფერი მეგობრები არა ვართ.

 

მე 9 წელი ვიბრძოდი და შენ 9 წელი ბუჩქებში იჯექი. ხან კუბაში და ხან უკრაინაში. მე რაც მებადა, ყველაფერი გავყიდე და ამ ბრძოლას შევწირე. მიტინგებზე დიდი დიღმიდან ფეხით დავდიოდი, ტირილით… შენ კი, ბუჩქებიდან პროფესორობდი. ახლა ჩამობრძანდი, სახელმწიფოს პიარს მოაჯექი, ჩემნაირების მოპოვებული გამარჯვებით სარგებლობ და თანამდებობით მოცემულ ადმინისტრაციულ და ფინანსურ ბერკეტებს ჩემნაირებისვე ფურთხებისა და ბლოკირებისთვის იყენებ.

 

ჩემი განადგურება დაგისახავთ მიზნად?!… გეუბნები: ვინც არ უნდა მთხოვოს, არ დაგინდობ. რაც შემეძლო, რაც მებადა, ყველაფერი შევალიე და სააკაშვილის დამხობაში ჩემი წვლილი შევიტანე. ახლაც არაფერს არ დავიშურებ. მტრობა როგორ უნდა, გაჩვენებ. სხვებისთვის სამაგალითოდ დაგსჯი. 12 აგვისტოდან ყურადღებით უყურე ( შენი აზრით, არარეიტინგულ) "ობიექტივს" - წერს ირმა ინაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42