საპროტესტო აქციის ლიდერის ნიკოლ პაშინიანის თქმით, ქვეყანაში შეიქმნება ხავერდოვანი რევილუციის სახალხო კომიტეტი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს საყოველთაო დაუმორჩილებლობას.
სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, რომელმაც სახელმწიდოს მეთაურის პოსტი ამჯერად პრემიერ-მინიტრის თანამდებობაზე დანნიშვნით შეინარჩუნა, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა, სარგსიანის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საუბარი რუსული მხარის ინიციატივით შედგა. როგორც სომხეთის პრემიერის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი ვლადიმირ პუტინმა „ კიდევ ერთხელ გულთბილად მიულოცა სერჟ სარგისიანს სომხეთის ხელისუფების მეთაურად დანიშვნა და წარმატებები უსურვა. თანამოსაუბრეებმა ორმხრივად გამოთქვეს სომხურ-რუსული სტრატეგიული, მეკავშირეობრივი ურთიერთობის გაძლიერების და ინტეგრაციული პროცესების განვითარებისთვის მზადყოფნა“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სომხეთის პარლამენტმა სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 17 აპრილს აირჩია. პარლამენტში კენჭისყრა, ქუჩის მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
სარგსიანი იკავებს უმაღლეს პოსტებს სომხეთში 2007 წლიდან. 2008 წელს ის აირჩიეს პრეზიდენტად, 2013 წელს ის ამ პოსტზე ხელმეორედ იქნა არჩეული, რის შემდეგაც სომხეთმა დაიწყო გადასვლა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე, რომლის ფარგლებშიც ფართოვდება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება და მცირდება პრეზიდენტის. თუ სარგსიანი პრემიერი გახდება, ის ამ პოსტზე 2022 წლამდე იქნება. სერჟ სარგსიანის გაპრემიერების წინააღდმდეგ მიმართული საპროტესტო აქციებს მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი“, „უარი სერჟს“ და ფრონტი „სომხეთის სახელმწიფოს სახელით“ მარტის ბოლოდან ატარებენ. საპროტესტო აქციაზე გამოსულია რამდენიმე ათასი ადამიანი, ისინი აპროტესტებენ იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სარგსიანმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ხელისუფლებაში ყოფნა კიდევ რამდენიმე წლით გაიხანგრძლივა. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებების და უმაღლესი კანონის წინააღმდეგ წასვლა.
გუშინ საპროტესტო გამოსვლების ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის დაწყება დააანონსა და სომხეთის მოსახლეობას საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






