„ანაკლია სითის“ ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:49, 17 Apr, 2018     1612

„ანაკლია სითის“ წარმოამდგენლები 8-11 აპრილს სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვივნენ. ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა და სამომავლო თანამშრომლობის არაერთი კონტური გამოკვეთა.

ვიზიტის ფარგლებში აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსური ცენტრს - Abu Dhabi Global Market (ADGM) -სა და „ანაკლია სითის“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მხარეებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

ხელმოწერას საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ADGM- ის თავჯდომარე აჰმედ ალ საიეგი დაესწრო, ხოლო შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა და ADGM- ის ფინანსური მომსახურების მარეგულირებელ ორგანოს საერთაშორისო საქმეთა დირექტორმა ფილიპ რიჩარდმა.

„ანაკლია სითი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საპორტო ოპერატორს - DP World-ს შეხვედა. შეხვედრა დუბაიში, DP World-ის სათაო ოფისში გაიმართა. შეხვედრას ლოგისტიკური პარკებისა და ეკონომიკური ზონის დირექტორატი და ბიზნეს განვითარების ხელმძღანელები ესწრებოდნენ. DP World - ის წარმომადგენლები პროექტის დეტალებით დაინტერესდნენ და გადაწყდა, რომ საპორტო ოპერატორის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში საქართველოსაც ეწვევიან.

“შესწავლილი იქნება „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ გასწვრივ საქართველოს როლის გაძლიერებისა და აღნიშნულ პროცესში DP World -ის მონაწილეობის საკითხი, მათ შორის, ანაკლიის პორტის მიმართულებით, “ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საამიროების ტახტის მემკვიდრე შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ქართული დელეგაცია დუბაიში AIM -ის კონფერენციას დაესწრო, სადაც პირველმა ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დამსწრეებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი, ხოლო „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა - ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტის შესაძლებლობები გააცნო.

„ანაკლია სითი“ კიდევ ერთ დიდ ლოგისტიკურ პარკს Agility - ს ეწვია. გარდა ამისა, კომპანიამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ინდუსტრიული პარკების Kizad – Khalifa Industrial Zone Abu Dhabi - ისა და ZonesCorp - ის მენეჯმენტსა და სავაჭრო და ფინასნური ცენტრის DMCC – Dubai Multi Commodities Centre-ა აღმასრულებელ დირექტორთან - აჰმედ ბინ სულეიმთან . ქეთი ბოჭორიშვილი შეხვდა უძრავი ქონების წამყვან დეველოპერულ კომპანიებსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მსხვილ საინვესტიციო სააგენტოებს. შეხვედრებზე საქართველოსა და კერძოდ ანაკლიის საინვეტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილებოდა.

„ჩვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის კონცეფციის შემუშავებისა და პარტნიორი კომპანიების დაინტერესებისათვის. არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიოში გამორჩეულია ეკონომიკური სივრცეების შექმნაში, რამაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში იქ ასი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი გააჩინა. ჩვენ შევხვდით წარმატებული ეკონომიკური ზონების მმართველ მენეჯმენტს, როგორც ინუდუსტრიისა და ლოგისტიკის, ასევე ფინანსური, სავაჭრო და სხვა სერვისების მიმართულებებით. მნიშვნელოვანი იყო ზონის ოპერატორებთნ შეხვედრა და მათი გამოცდილების გაზიარება. ჩვენი მიზანია - ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა იყოს გამორჩეული, როგორც ინტეგრირებული ინფრასტრუქტურით, ასევე გამართული ბიზნეს ოპერაციებითა და სერვისებით. ანაკლის სპეციალური ეკონომიკური ზონა უნდა გახდეს პლატფორმა, რომლითაც დაინტერსდება როგორც მულტინაციონალური, ასევე ყველა მცირე და საშუალო კომპანია და ანაკლია ბინზეს საქმიანობის ცენტრად იქცევა. აღსანიშნავია, რომ ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტს და თანამშრომლობას ემირატების კომპანიებთან სრული მხარდაჭერა აქვს როგორც საქართველოს, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებისგან “- აღნიშნა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

კომპანია „ანაკლია სითიმ“ ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე მუშაობა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ დაამყარა კომუნკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან და ბევრ მათგანთან პარტნიორობა დაიწყო; ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებებს მოაწერა ხელი მსოფლიოში ცნობილ, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და თანამედროვე ინჩეონის ეკონომიკურ ზონასთან (სამხრეთ კორეა), ხორგოსის ეკონომიკურ ზონასთან (ყაზახეთი), საერთაშორისო ლოგისტიკურ და გადამზიდავ კომპანიებთან, მათ შორის კორეულ კომპანია „პანტოს ლოგისტიკთან“ და ევროპულ კომპანია „გებრიუდერ ვაისთან“; „ანაკლია სითის” გენერალურ გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, ხოლო ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე წამყვანი ბრიტანული კომპანია BuroHappold Engineering-ი მუშაობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42