სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს - ერევანში პროტესტი გრძელდება
მსოფლიო - 17:15, 17 Apr, 2018     2272

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. სომხეთის პარლამენტში სარგისაიანს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ წავიდა 17.

შეგახსენებთ, სერჟ სარგსიანის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველმა პარტიამ წარადგინა. სარგსიანი არის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლის შემდეგ აირჩიეს.

მთავრობის ფორმირება 15 დღეში უნდა მოხდეს, 5 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ვიცე-პრემიერის და მინისტრების კანდიდატურები უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც პრეზიდენტი 3 დღის ვადაში ან ამტკიცებს მთავრობის ახალ შემადგენლობას, ან მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მთავრობა შემადგენლობაში შედიან, პრემიერ-მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ორი ვიცეპრემიერი და 17 მინისტრი.

სარგსიანი იკავებს უმაღლეს პოსტებს სომხეთში 2007 წლიდან. 2008 წელს ის აირჩიეს პრეზიდენტად, 2013 წელს ის ამ პოსტზე ხელმეორედ იქნა არჩეული, რის შემდეგაც სომხეთმა დაიწყო გადასვლა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე, რომლის ფარგლებშიც ფართოვდება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება და მცირდება პრეზიდენტის. თუ სარგსიანი პრემიერი გახდება, ის ამ პოსტზე 2022 წლამდე იქნება. სერჟ სარგსიანის გაპრემიერების წინააღდმდეგ მიმართული საპროტესტო აქციებს მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი“, „უარი სერჟს“ და ფრონტი „სომხეთის სახელმწიფოს სახელით“ მარტის ბოლოდან ატარებენ. საპროტესტო აქციაზე გამოსულია რამდენიმე ათასი ადამიანი, ისინი აპროტესტებენ იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სარგსიანმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ხელისუფლებაში ყოფნა კიდევ რამდენიმე წლით გაიხანგრძლივა. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებების და უმაღლესი კანონის წინააღმდეგ წასვლა.

დღეს საპროტესტო გამოსვლების ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის დაწყება დააანონსა და სომხეთის მოსახლეობას საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა:

"მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაციაა, და მე ახლა არაძალადობრივი ხავერდოვანი რევოლუციის დაწყებას ვაცხადებ. ჩვენ ვიბრძოლებთ მშვიდობიანად, ცარიელი ხელებით, ჩვენ გამოვრიცხავთ რაიმე სახის ძალადობას ჩვენი მხრიდან. ხელისუფლება უნდა ეკუთვნოდეს ხალხს. ისინი ვერ შეძლებენ ჩვენ დამარცხებას, ჩვენ ნდა დავიწყოთ ქსელური ბრძოლა და სერჟ სარგსიანმა უნდა დაინახოს, რომ მას არ ჰყავს ხალხი, რომელსაც მართავს. გაუმარჯოს ხავერდოვან რევოლუციას, გაუმარჯოს სომხეთის რესპუბლიკის ხალხს და სომხეთის რესპუბლიკას. ასე რომ, გადადგი ნაბიჯი, უარყავი სერჟი.“- განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42