„ვამაყობთ, რომ ფრანგულმა კომპანიამ დააფუძნა წარმომადგენლობა საქართველოში. დარწმუნებული ვარ, Sofrecom დადებით წვლილს შეიტანს არამარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარების საქმეში. Orange Group–ის წევრი Sofrecom -ი, სატელეკომუნიკაციო პროექტების მთავარი მოთამაშეა მთელ მსოფლიოში და ამ გამოცდილების გაზიარება ყველა მის პარტნიორს გზას უხსნის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების საქმეში“- აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა, ბატონმა პასკალ მენიემ.
მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ბაზარზე Sofrecom-ი რამდენიმე წელია კომპანია „სილქნეტთან“ თანამშრომლობს და უწევს კონსულტაციას მარკეტინგის, პროდუქტების განვითარების, აბონენტებთან ურთიერთობის და IT ტრანსფორმაციის მიმართულებით. ასევე ჩართული იყო სილქნეტისა და ჯეოსელის გაერთიანების პროცესში. ამ თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა სილქნეტის ხუთწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა.
„სილქნეტი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და გაერთიანებული აქტივებით დაიწყო ოპერირება ბაზარზე. ინტერნეტს, საკაბელო ტელევიზიას, ფიქსირებულ სატელეფონო კავშირს და უკვე მობილურ სერვისს თავაზობს მომხმარებელს. კომპანიის განვითარებისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 400 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ. ამ გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული იყო Sofrecom-ი, რომელთანაც რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რასაც Sofrecom-ი ბიზნეს კონსულტაციებით გვიზიარებს. ჩვენი უმთავრესი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტი და მაღალი კლასის მომსახურება.“ - განაცხადა „სილქნეტის“ და მისი დამფუძნებელი კომპანიის “სილქ როუდ ჯგუფი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






