„ნამდვილი საფრანგეთი დაბრუნდა“ - ემანუელ მაკრონმა ავტორიტარიზმის საფრთხეზე ევროპარლამენტში ისაუბრა
მსოფლიო - 16:45, 17 Apr, 2018     3398
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპას იმ საშიშროების შესახებ აფრთხილებს, რომელიც „ავტორიტარიზმით“ ცდუნებას უკავშირდება და ეს ემუქრება როგორც ევროკავშირს, ასევე მთელ მსოფლიოს. აღნიშნულ თემაზე მაკრონმა დღეს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარეობს „ევროპული სამოქალაქო ომი“ და ამაში მან უნგრეთი და პოლონეთი იგულისხმა. მაკრონის განცხადებით „არსებობს არალიბერალური გატაცებები და ეს მუდმივად იზრდება“

“მე არ მინდა მთვარეულების თაობას მივეკუთვნებოდე და არ მინდა მივეკუთვნებოდე თაობას, რომელმაც თავისი წარსული დაივიწყა.“- განაცხადა საფრანგეთის 40 წლის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში, რომელშიც ხაზი გაუსვა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით მის ხედვას, მისი თქმით, მას სურს მიეკუთვნებოდეს თაობას, რომელიც ევროპის სუვერენიტეტს დაიცავს:

„ჩვენ ვიბრძოდით ამის მისაღწევად და მე არ დავუშვებ, ავტორიტარული რეჟიმებით არავითარ აღფრთოვანებას.“- განაცხადა მაკრონმა.

„თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ჩვენი დემოკრატიულობისადმი მიჯაჭვულობა გავწვიტოთ, ჩვენ მცდარ გზაზე დავდგებით. დემოკრატია ჩვენი საუკეთესო შანსია. პასუხი არაა ავტორიტარული დემოკრატია, პასუხია დემოკრატიის ავტორიტეტი.“- აღნიშნა მაკრონმა.

შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში უნგრეთში და იტალიაში არჩევნები პოპულისტურმა პარტიებმა მოიგეს, ევროკავშირი უკვე გარკვეული პერიოდია წინააღმდეგობაში იმყოფება პოლონეთის მმართველ მემარჯვენე პარტიასთან.

მაკრონმა შესთავაზა ევროკაშირს, რომ შეიქმნას ევროკავშირის სპეციალური ფონდი, ლტოლვილების მიმღები თემებისთვის, რათა გაუმკლავდნენ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას, რომელიც ევროკავშირში აზრთასხვადასხვაობის მიზეზია 2015 წლიდან.

„მე გთავაზობთ შეიქმნას ევროპული პროგრამა, რომელიც უშუალოდ დაუჭერს მხარს ადგილობრივ თემებს, რომლებიც იღებენ ლტოლვილებს და მათ ინტეგრაციას ახდენენ“- აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა ევროსკეპტიკოსები, რომლებმაც, მისი თქმით, ბრექსიტის პროცესი გამოიწვიეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლამ ევროგაერთიანების ბიუჯეტში დიდი ხვრელი გააჩინა, რის გამოც საფრანგეთი მზად არის, საკუთარი კონტრიბუცია გაზარდოს.

მაკრონის გამოსვლას მიესალმა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი და განაცხადა, რომ „ნამდვილი საფრანგეთი დაბრუნდა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42