ამის შესახებ ჯორჯ მარტინმა გამოცემა Сinemablend-ს განუცხადა.
"წიგნში პერსონჟების გაცოცხლება შესაძლებელია. მას შემდეგ, რაც ლედი კეიტლინ სტარკს გავაცოცხლებ, იგი მკითხველის წინაშე ახალი სახით წარსდეგბა. "უგულო"-ს ამპლუაში იგი შურისმაძიებელ და სასტიკ მკვლელად გადაიქცევა. მეექვსე ტომში მე აუცილებლად დავწერ მის შესახებ. იმედი მაქვს, სერიალის შემქმნელებიც დააბრუნებენ ამ პერსონაჟს,"- აცხადებს მარტინი.

საგა 5 წიგნისგან შედგება: "სამეფო კარის თამაშები"; "მეფეთა ბრძოლა", "ხმლების ქარიშხალი", "ყვავების ნადიმი" და "ცეკვა დრაკონებთან". ავტორი ახლა მუშაობს წიგნზე "ზამთრის ქარები". დაანონსებულია ასევე მეშვიდე ტომის - "სიზმარი გაზაფხულზე" დაწერაც. "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" პირველი წიგნი "სამეფო კარის თამაშები" 1991 წელს დაიწერა და 1996-ში გამოიცა, ხოლო ჯერჯერობით ბოლო, მეხუთე - 2011 წელს.
არსებობს ასევე რომანების ქვე ციკლი სახელწოდებით "მოთხრობები დანკსა და ეგზე", რომლის მოქმედებაც ვითარდება "სამეფო კარის თამაშებიდან" 90 წლით ადრე. მათში აღწერილია დანკისა (სერ დანკან მაღალი) და ეგის (აეგონ ტარგარიენი) თავგადასავლები. ციკლში შედის რომანები - "მესაზღვრე რაინდი", "ერთგული ხმალი" და "იდუმალი რაინდი". სავარაუდოდ, გამოვა კიდევ მინიმუმ ორი წიგნი - "ვინტერფოლელი დედალი მგლები" და :სოფლელი გმირი".
მასალის გამოყენების პირობები






