არეულობა ერევანში - დაჭრილია 3 პოლიციელი და საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი
მსოფლიო - 18:09, 16 Apr, 2018     3492
ერევნის ცენტრში, ბაგრამიანის გამზირზე პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებენ. შეტაკების შედეგად 3 პოლიციელი და საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი დაიჭრა.

პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერი და საპარლამენტო ფრაქცია „გამოსვლის“ ხელმძღვანელი ნიკოლ პაშინიანი ნაკვეთი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით პაშინიანმა დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც შეტაკებისას მავთულხლართებზე დაეცა. ერევნის მედცენტრის ხელმძღვანელის თქმით, არიან სხვა დაშავებული დემონსტრანტებიც, რაც შეეხება პოლიციელებს, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რამდენიმე საათით ადრე პაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა პარლამენტის შენობისკენ წასულიყვნენ, რის შემდეგაც დემონსტრატების ნაწილმა პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა შეძლო. პოლიციამ პასუხად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავებულების ზუსტი რიცხვი უცნობია.

დილით აქციის მონაწილეებმა ერევნის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში შეიჭრა და სტუდენტებს მოუწოდეს, რომ საპროტესტო აქციებს შეერთებოდნენ.

სარგსიანის მოწინააღმდეგეების მიტინგი ერევანში უკვე მესამე დღეა რაც იმართება, კვირას ნიკოლ პაშინიანმა მასობრივი აქციების გეგმა გაამჟღავნა, მან მხარდამჭერებს მოუწოდა გადაეკეტათ ხიდები, ქუჩები და მოეხდინათ მეტრო სადგურების ბლოკირება.

ორშაბათს დილით, მმართველ კოლიციაში შემავალმა რესპუბლიკურმა პარტიამ და პარტია „დაშნაკცუტიუნმა“ ოფიციალურად წარადგინეს სერჟ სარგსიანი პრემიერის პოსტზე, ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა სამშაბათს იგეგმება.

სარგსიანი იკავებს უმაღლეს პოსტებს სომხეთში 2007 წლიდან. 2008 წელს ის აირჩიეს პრეზიდენტად, 2013 წელს ის ამ პოსტზე ხელმეორედ იქნა არჩეული, რის შემდეგაც სომხეთმა დაიწყო გადასვლა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე, რომლის ფარგლებშიც ფართოვდება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება და მცირდება პრეზიდენტის. თუ სარგსიანი პრემიერი გახდება, ის ამ პოსტზე 2022 წლამდე იქნება.

გუშინ ნიკოლ პაშინიანმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ საკუთარი მანქანები ხიდებზე გაეჩერებინათ და ამგვარად იქ მოძრაობა ჩაეკეტათ, თავად კი ფეხით გადაადგილებულიყვნენ პარლამენტისკენ.

„სტუდენტებმა უნდა დაიწყონ სასწავლო პროცესების ბოიკოტირება, დასაქმებულებმა უნდა დაიწყოს გაფიცვა, 9 საათის შემდეგ ჩვენ დავიძვრებით ბაგრამიანის გამზირის მიმართულებით და შევალთ პარლამენტის შენობაში.“- აცხადებდა პაშინიანი.

მისი თქმით, მას გათვლა ქონდა იმაზე, რომ პოლიციელები ვერ მოასწრებდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედებზე რეაგირებას და ძალის გამოყენებას ვერ გაბედავდნენ, თუ ათასობით მოქალაქე ამ გეგმის განხორციელებას ერთდროულად დაიწყებდა.

„ჩვენი წარმატების გარანტია ერთიანობაშია, მე თქვენი მჯერა. ჩვენ გველის წარმატება.“- განაცხადა პაშინიანმა.

პაშინიანი ასევე აცხადებდა, რომ აქციები კანონის ფარგლებს არ გასცდებოდა და ექნებოდა საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ხასიათი.

„ხვალ ჩვენ დავიწყებთ მოქმედებას. ჩვენ მიზანს წარმოადგენს გავაკეთოთ ისე, რომ 17 აპრილს დაგეგმილი პარლამენტის სხდომა, რომელზეც სომხეთის პრემიერის არჩევა იგეგმება, არ შედგეს.“- აცხადებდა პაშინიანი.

სერჟ სარგსიანის შესაძლო გაპრემიერების წინააღდმდეგ მიმართული საპროტესტო აქციებს მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი“, „უარი სერჟს“ და ფრონტი „სომხეთის სახელმწიფოს სახელით“ მარტის ბოლოდან ატარებენ.

ნიკოლ პაშინიანმა და „გადადგი ნაბიჯის“ სხვა აქტივისტებმა საპროტესტო მსვლელობები 31 მარტიდან დაიწყეს, მათ ფეხით გაიარეს 200 კმ-ზე მეტი და სომხეთის სხვადასხვა ქალაქის მაცხოვრებლებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდეს.

„თავისუფლების მოედანზე“ მიმდინარე მიტინგები, მიმდებარე „საფრანგეთის მოედანზე“ 24 საათიან აქციებში გადაიზარდა.

პროტესტის მონაწილეებმა გრძელი სკამებით გადაკეტეს მოედანთან შემომავალი ყველა გამზირი. საფრანგეთის მოედანზე 24 საათის განმავლობაში იმყოფება ასეულობით ადამიანი, დღე კი მიტინგები და მსვლელობები იმართება.

დღევანდელ დღემდე პოლიცია აღნიშნულ მოედანზე არ ჩანდა, თუმცა შაბათს გაავრცელეს გაფრთხილება, რომ პაშინიანი მისი ქმედებების გამო შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცეს. შაბათს დემონსტრანტები საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ. ნიკოლ პაშინიანმა პირდაპირი ეთერი მოითხოვა იმისთვის, რომ სახოგადოებისთვის მიემართა:

„ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ იმას, რომ საინფორმაციო საშუალებების უზარმაზარი ნაწილი, სერჟ სარქისიანის ოჯახის საკუთრება გახდა“- განაცხადა მან თავის გამოსვლაში.

9 აპრილს სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის არმენ სარკისიანის ინაუგურაცია გაიმართა, სარკისიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩია. იმავე დღეს უფლებამოსილება შეუწყდა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს და სომხეთის მთავრობა გადადგა,

არმენ სარკისიანი გახდა სომხეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც პარლამენტმა აირჩია 2015 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად, რომელიც ქვეყნის საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42