სომხეთის პარლამენტის შენობასთან, ბაგრამიანის პროსპექტზე საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ერევნის პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ოპოზიციის ლიდერის, ფრაქცია "გამოსვლის" ლიდერის ნიკოლ პაშინიანის მოწოდების შემდეგ მომიტინგეები პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ადგილას პოლიციის კორდონი გაარღვის პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. მომიტინგეთა შორის არიან დაზარალებულები, თუმცა მათი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
სომხეთში საპროტესტო აქციები უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. მომიტინგეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის წარდგენას აპროტესტებენ.დღეს დილიდან ერევანში, რამდენიმე ადგილზე საპროტესტო აქცია იმართება, აქციის მონაწილეებმა სომხეთის დედაქალაქის რამდენიმე მნიშვნელოვანი საავტომობილო გზა გადაკეტეს. ერევნის ცენტრში მოძრაობა თითქმის სრულად ბლოკირებულია. პოლიცია აქციის მონაწილეების გზის სავალი ნაწილიდან ძალით გაყვანას ცდილობს.
მასალის გამოყენების პირობები






