დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს ინფორმაციის გამტანი და მატყუარა უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა, რომ ჯეიმს კომიმ საიდუმლო ინფორმაცია გასცა, რის გამოც პასუხი უნდა აგოს.
„ჯეიმს კომი არის დადასტურებული მატყუარა და სიყალბის მთქმელი. ვაშინგტონში ყველას მიაჩნდა, რომ საშინელი მუშაობის გამო მისი გაშვება აუცილებელი იყო. მისგან გაჟონა კლასიფიცირებულმა ინფორმაციამ, რისთვისაც ის უნდა დაისაჯოს. მან ფიცის ქვეშ მოატყუა კონგრესი. ის სუსტია და ...“- წერს ტრამპი
ტრამპის მიერ გაკეთებული ეს განცხადება წინ უსწრებდა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის ჯეიმს კომის ვრცელ ინტერვიუს, რომელიც მან ABC- ს მისცა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის ჯეიმს კომის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტობისთვის მორალურად შეუფერებელია.
შეგახსენებთ 2017 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმს კომი თეთრ სახლში მუშაობის შესახებ წიგნს დაწერდა.
პრეზიდენტმა ტრამპმა ჯეიმს კომი თანამდებობიდან 2017 წლის 10 მაისს გადააყენა და განაცხადა, რომ ყოფილი ხელმძღვანელი ბიუროს ეფექტიანად მართვას ვერ ახერხებდა.
მასალის გამოყენების პირობები






