დაუმორჩილებლობის მასშტაბური აქცია სომხეთში - ოპოზიციამ ერევნის გზების ბლოკირება მოახდინა
მსოფლიო - 14:08, 16 Apr, 2018     3113
დღეს დილით ერევანში, რამდენიმე ადგილზე საპროტესტო აქცია იმართება, აქციის მონაწილეებმა სომხეთის დედაქალაქის რამდენიმე მნიშვნელოვანი საავტომობილო გზა გადაკეტეს, ისინი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის წარდგენას აპროტესტებენ.

ერევნის ცენტრში მოძრაობა თითქმის სრულად ბლოკირებულია. პოლიცია აქციის მონაწილეების გზის სავალი ნაწილიდან ძალით გაყვანას ცდილობს. აქციის მონაწილეებმა დაიკავეს ერევნის პედაგოგიური უნივერსიტეტი.

„ჩვენ დავიწყეთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები, მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს დაუწვნენ მანქანებს, დაკეტონ ქალაქის ქუჩები და გამზირები, ხელი შეუშალონ მეტროს მუშაობას. ისინი, ვინც წინააღდეგები არიან, რომ სარგისიანი პრემიერი გახდეს, უნდა მოვიდნენ ბაგრამიანის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან.“- განაცხადა ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერმა ნიკოლა პაშინიანმა. პაშინიანის ორგანიზებით აქციები უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ „მსგავსი ქმედებები შესაძლოა გადაიზარდოს მოქალაქეთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში და შეახსენა, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს და შესაძლებელია სიტუაციიდან გამომდინარე დაექვემდებაროს პოლიციელების მხრიდან შეზღუდვას.“

სომხური მედიის ცნობით, დღეს დილიდან ქალაქში აქციის მონაწილეებსა და მძღოლებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს პარლამენტთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. მატარებლის გაჩერება არ ხდება „მარშალ ბაგრამიანის“ სახელობის მეტროსადგურზე, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს .

კონსტიტუციის რეფორმმის შემდეგ სომხეთი საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადავიდა. პრეზიდენტს დარჩა მთავარი წარმომადგენლობითი ფუნქციები და მას პარლამენტი ირჩევს. სახელმწიფო მართვის სათავეში პრემიერი იქნება და აღმასრულებელ ხელისუფლებასაც სწორედ ის უხელმძღვანელებს, მისი არჩევა კი პარლამენტში 17 აპრილს უნდა მოხდეს. ამ პოსტზე ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აპირებს კენჭისყრას. მისი კანდიდატურა მმართველმა გუნდმა უკვე წარადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42