ჟურნალისტი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც დიმიტრი მედვედვთან მისი ინტერვიუს შემდეგ, როგორც საქებარი, ასევე კრიტიკული აზრი გამოხატა:
,,ძალიან დიდი მადლობა ყველას! ვინც თვლით, რომ ინტერვიუ საინტერესო გამოვიდა და კითხვები იყო ადეკვატური, მადლობა მათ, ვინც მაკრიტიკეთ და თვლით, რომ არ უნდა ჩამეწერა საერთოდ ეს ინტერვიუ ან უფრო მწვავე უნდა ვყოფილიყავი ... (მოსალოდნელიც იყო აზრთა სხვადსხვაობა ამ თემაზე და ვეცადე მზად დავხვედროდი ყოველგვარ კრიტიკას, სამწუხაროდ ხან და ხან შეურაცხმყოფელსაც კი).
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველას, ყველას მართლა გულწრფელი მადლობა. მე ჩემის მხრივ გაგიზიარებთ, რომ საოცარი ღელვა ახლდა ჯერ ამ ინტერვიუს ჩაწერის და შემდეგ ამ შეფასებების მოლოდინსაც ... მიუხედევად ყველაფრისა, როგორც ჟურნალიტს, მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამომეყენებინა. ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში ეს ერთერთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად დარჩება..."- წერს შუბლაძე.
მასალის გამოყენების პირობები






