ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს სირიის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების საკითხს, მოუწოდებს სირიას შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.
განცხადებები გააკეთეს ფედერიკა მოგერინიმ, ჟან-კლოდ იუნკერმა და დონალდ ტუსკმა.ფედერიკა მოგერინის განცხადებით, იგი არ გამორიცხავს სანქციების გამკაცრებასაც.
"ევროკავშირი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით რუსეთსა და ირანს მოვუწოდებთ, გამოიყენენ მათი გავლენა და აღკვეთონ ქიმიური იარაღის შემდეგომი გამოყენება, განსაკუთრებით სირიის რეჟიმის მიერ" - აცხადებს ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი.
"ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია ნებისმიერი გარემოებებისდამიუხედავად და უნდა დაიგმოს ყველაზე მკაცრი მეთოდით. საერთაშორისო საზოგადოება პასუხისმგებელია გამოავლინოს და პასუხი აგებინოს მათ, ვინც დამნაშავეა ნებისმიერ შეტევაში ქიმიური იარაღის გამოყენებით," - აცხადებს ჟან-კლოდ იუნკერი, ევროკომისიის პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები






