„თავდაპირველად სირიელ ხალხზე „არაბული გაზაფხული“ გამოსცადეს, შემდეგ ISIS-ი, ახლა ამერიკული ჭკვიანი რაკეტები. სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქზე, რომელიც დიდი ხანი ცდილობდა ტერორისტული აგრესიის პირობებში გადარჩენილიყო, თავდასხმა განხორციელდა. ამ ყველაფრის უკან კი ისინი დგანან, ვისაც მსოფლიოში მორალურ ლიდერობაზე აქვს პრეტენზია და თავისთავი განსაკუთრებულად მიაჩნია.
მართლაც განსაკუთრებული უნდა იყო, რომ მაშინ დაბომბო დედაქალაქი, როდესაც ქვეყანას მშვიდობიანი მომავლის შანსი გაუჩნდა.
და კიდევ. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დამასკოს მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების სარწმუნოდ მიჩნევა, დაფუძნებულია „მედიაზე, სიმპტომების შესახებ შეტყობინებებზე, ვიდეოებზე და ფოტოებზე, ასევე სანდო ინფორმაციაზე“. ამ განცხადების შემდეგ ამერიკული და სხვა დასავლური მედიები უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას მომხდარზე. 15 წლის წინ თეთრმა სახლმა გამოიყენა სინჯარა და თავისი სახელმწიფო მდივანი, ახლა სინჯარის ნაცვლად ვაშინგტონმა მედია გამოიყენა.“- დაწერა მარია ზახაროვამ ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს. ტრამპის თქმით, შეტევა წარმოადგენს პასუხს გასულ კვირას, სირიის მთავრობის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპის თქმით, შეტევა მიმართულია ქიმიური იარაღის წარმოების, გავრცელებისა და გამოყენების წინააღმდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






