დონალდ ტრამპმა ამერიკელებისადმი ტელემიმართვის დროს განსაკუთრებული მესიჯები რუსეთსა და ირანს გაუგზავნა.
"თანამოქალაქენო, რამდენინე ხნის წინ მე გავეცი ბრძანება, რომ შეიარაღებულ ძალებს განეხორციელებინათ ზემაღალი სიზუსტის დარტყმები იმ სამიზნეების მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია სირიელი დიქტატორის ბაშარ ასადის ქიმიურ იარაღთან. ამ დროს მიმდინარეობს ერთობლივი სამხედრო ოპერაცია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ჩვენ მადლობას ვუხდით ამ ქვეყნებს.
... ასადის სიმხეცეზე აშშ-ს, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი პასუხის ფარგლებში ამოქმედებული იქნება ყველა ინსტრუმენტი: სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური.
... მე მაქვს გზავნილი ორი ქვეყნის მთავრობებთან, რომელიც ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი ასადის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერაჭერაზე, შეიარაღებასა და დაფინანსებაზე, მე მაქვს კითხვა ირანისა და რუსეთისადმი: რა ქვეყანაა ის, რომელსაც უნდა იყოს დაკავშირებული უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების მასობრივ მკვლელობასთან?
2013 წელს პრეზიდენტმა პუტინი და მისი მთავრობა დაპირდა მსოფლიოს, რომ ისინი გარანტიას იძლევიან, რომ სირიაში ქიმიური იარაღი განადგურდება. ასადის ამასწინანდელი შეტევა და ჩვენი დღევანდელი რეაქცია იმის პირდაპირი რეზულტატია, რომ რუსეთმა არ შეასრულა პირობა.
ამერიკის შეერთებული შტატები არავითარ შემთხვევაში, არანაირ პირობებში არ აპირებს სირიაში შეუზღუდავად ყოფნას."
მასალის გამოყენების პირობები






